არ ვარ მხატვარი

არ ვარ მხატვარი, მაგრამ ხშირად და სამწუხაროდ,
ირგვლივ ყველაფერს ვაფერადებ…მხოლოდ შავ-თეთრად…
და თუ ხანდახან დავუმატებ ცოტა იისფერს,
მარტო იმისთვის,პესიმისტი რომ არ დამერქვას.

მე ამ ფერებში ვაქსოვ წარსულს, აწმყოს, მომავალს…
ასეთი გამა ალამაზებს დღეს ჩემს სამყაროს…
მაგრამ ყოველთვის მახსოვს ერთი მკაცრი პირობა,
რომ მე ფარ-ხმალი არასოდეს უნდა დავყარო.

და ახლაც ხელში მიკავია გასვრილი ფუნჯი,
შენ ახლაც ისე გაოცებით უყურებ ტილოს,
რომ შენს თვალებში იკითხება გულუბრყვილობა,
რომლის დამალვას ახლაც ისევ ჯიუტად ცდილობ.

შენ მუდამ გიკვირს,რატომ არ ვცემ პატივს სხვა ფერებს…
ჩემი პასუხიც ალბათ მუდამ ბანალურია:
რომ შავ-თეთრიდან ჩნდება ყველა სხვა დანარჩენი,
იისფერი კი მხოლოდ წრფელი სიყვარულია!.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s