მაკოცე ერთხელაც და მე წავედი… მცივა აქ…

წამოდი…
წამო და შევაყაროთ თვალებში ნაცარი ამ დედააფეთქებულ ცხოვრებას…
წამოდი, სანამ მიყვარხარ თორემ შენც იცი ჩემი მარტივით ცვალებადი ხასიათის ამბავი…
წამოდი, სანამ გავმარტივდებით და სანამ მოსაწყენი ყოველდღიურობა სასოწარკვეთილ დიასახლისად გადამაქცევს…
წამოდი, სადმე თბილ პლანეტაზე გავფრინდეთ და უკან აღარასდროს დავბრუნდეთ რადგან ცივა აქ…მიწადედაზე.
წამოდი, თორემ ვგრძნობ, უკვე მაღიზიანებენ ადამიანები შენს გარშემო…
ეგოიზმი მღუპავს წამოდი!
წამოდი, სანამ ჯერ კიდევ შეგვრჩა გრძნობები და სანამ იისფერი აურა კიდევ გვაქვს….
თუმცა…
შენ, უჩემოდაც მოახერხებ ცხოვრებაზე გამარჯვებას…
დაისვენებ ჩემი ხუშტურებისგან…
უღიმღამოდ გამარტივდები, მერე კარგ მეოჯახე ცოლს მოიყვან რომელიც, ორსულობის შემდეგ საშინლად გასუქდება და სახლში მისულს გემრიელ კერძებს დაგახვედრებს ხოლმე…
შენ არც აქ გცივა… ჩემგან განსხვავებით…
ადამიანები შენს გარშემო…
შენ, ვერ იტან ეგოისტებს რადგან თავად, ყველაზე დიდი ეგოისტი ხარ…
შენ, არც არასოდეს გქონია იისფერი აურა, ჩემი გადმოგედო ალბათ…
მაკოცე ერთხელაც და მე წავედი…
მცივა აქ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s