მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება

მე დავამთავრე
სიყვარულის
დამარცვალება,
მე დავამთავრე ჩემი
გულის გარდაცვალება,
ის სიყვარული
დავამთავრე მე რომ
მიყვარდა
და ისიც თითქოს
ყველაფერი გულს რომ
მიკლვდა.
არც მემეტები,მაგრამ რა
ვქნა არც შენ დამინდე,
არცერთი სიტყვა
სიყვარულის მე არ
გამინდე,
მე ქარავნებით მოგიზიდე
ლამაზი ბედი
შენ კი შავ-თეთრად
შემიღებე ცხოვრების
ხედი.
მე ვოცნებობდი დაეხატე
უფუნჯოდ მხატვარს,
რომელიც ჩემში იმალება
და სულ შენ გხატავს,
სულ ის მინდოდა
მოსულიყო შენთვის
ზამთარი
რომ ჩემს სხეულში
მომეძებნე სადღაც
გამთბარი.
სულ ის მინდოდა
მიყვარხარო ჩემთვის რომ
გეთქვა
და ამ სიტყვებში ჩემი
გული რომ დაგესეტყვა
ბევრი მინდოდა ალბათ
ბევრი, რაც არ მერგება
რაც არ მეკუთვნის, ხომ
მაინც არ შემერგება.
შენ არ გამტყუნებ
ყველაფერი ჩემი ბრალია
რომ არ გიყვარდი
ჩემთვის ხომ არ
დაგიმალია?
მე ვარ ასეთი,შენ რას
გერჩი, ყველას ხიდი ვარ
ყველა ზედ მივლის,
მაგრამ თავად საით
მივდივარ?
ჩემთვისაც არის სადღაც
გზები, მაგრამ ვერ ვხედავ
ან ბრმა ვარ, ანდა კიდევ
წასვლას ვერ ვბედავ,
მე რომ წავიდე რა ვქნა
მერე, ვის მიგაბარო?
ნუთუ არ ჯობდა ერთხელ
გეთქვა რომ მიყვარხარო?
ალბათ არ ჯობდა რადგან
ენა არ აგიმღერდა
ალბათ სხეულში შენი
გული ვერ მიმიღებდა
ალბათ დაგღალე და
ამიტომ აღარ გინდივარ
სწორედ ამიტომ
სიყვარულო შენგან
მივდივარ !!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s