დღეს თუ არ გახსოვარ, დღეს თუ არ გჭირდები,
ცრემლებად ჩამოვალ ღრუბელთა კალთიდან,
გაშალე ხელები, შეკარი პეშვი და
შეიგრძენ ლამაზი ფიქრების სურნელი.
ცხოვრება უძირო გრძნობების ომია,
დღეს ეიფორია, ხვალ_მწარე ფიასკო,
შენ როცა წაგება დარდებად მოგივა,
მიუგდე ყური და ნიავი გიამბობს;
უბრალო ქარი და ფოთლები კი არა,
ეს ჩემი სუნთქვაა საშველად მოსულა,
ტკბილია ოცნება და ზოგჯერ სიზმარი,
ცხადში კი ფერები თუმცაღა მუქია,
არასდროს იფიქრო: უიღბლო რატომ ვარ?!
გიჟია ის, ვისაც ცხოვრება უქია,
გინახავს? საზარლად დბურულ ღამეში,
ოდნავი ნათებაც კაშკაშა შუქია.
ჩამქრალმა თვალებმა, რატომღაც იმრავლა,
სევდა და წუხილი დღეს უფრო მეტია,
შენ ალბათ გინახავს უმწეო გლახაკი
და სასომიხდილი მდიდარიც გინახავს.
ცხოვრების კანონებს ვერაფრით ვერ შეცვლი,
თავად ვართ ბედის და იღბალის დამწერნი,
თვალს რომ გადაავლებ ადვილად მიხვდები,
საიდან მოხვედი და საით წახვედი.
ჰოდა, თუ გახსოვარ, ჰოდა, თუ გჭირდები,
მე ხვალ მზედ ამოვალ ღრუბელთა კალთიდან,
ახედე ზეცას და მომეცი უფლება,
წავშალო წუხილი საყვარელ სახიდან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s