ადრე თუ გვიან, უეჭველად მოვა სიბერე

ადრე თუ გვიან, უეჭველად მოვა სიბერე,
თავზე დაგვათოვს უთვალავი თოვლის ფანტელი!
გულის ტკივილით,შეცდომებსაც მოვინანიებთ,
შეცდომები კი რამდენია,ღმერთო,რამდენი.
დრო მოვა, წლებად გადაბმული ვერცხლის წვიმები
გადარეცხავენ შემორჩენილ ჭუჭყიან,ლაქებს!
ჩვენ კი, სიცოცხლით დაღლილი და გახუნებული,
სათნო ღიმილით,გავიხსენებთ გარდასულ ამბებს:
ბევრ გულის ტკივილს, დიდ სიყვარულს, ცოტას სიხარულს.
დაუნდობლობით მიყენებულ წყენას, სინანულს.
თურმე რამდენი შესძლებია გესლიან ენას!
თურმე რა ცოტა სდომებია ჩვენს გულის ტკენას.
ადრე, თუ გვიან, უეჭველად მოვა სიბერე,
მოვა სიკვდილის მოლოდინით, დარდით,გოდებით.
მაშ გავუფრთხილდეთ,გავუფრთხილდეთ ახალგაზრდობას.
ნუ დავამძიმებთ უგუნური,მძიმე ცოდვებით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s