როგორ გავიმარჯვოთ კამათში

უცნაური სიტყვები და ტერმინები – ეს მეთოდი მაშინ უნდა გამოიყენოთ, როდესაც პატივმოყვარე ადამიანს ეკამათებით. ნაკლები ალბათობაა იმისა, რომ გკითხონ რას ნიშნავს ეგ სიტყვა. უმეტეს შემთხვევაში ისეთ სახეს მიიღებენ, თითქოს გაიგეს რაც თქვით.

კონტრშეკითხვები – როდესაც ოპონენტი თემას უხვევს და თავს არიდებს რაიმე საკითხზე საუბარს, ისარგებლეთ ამ მეთოდით.

მოულოდნელობის ეფექტი – შეეცადეთ სწრაფად ელაპარაკოთ. ასეთ შემთხვევაში, თანამოსაუბრეს მხოლოდ ფსიქოლოგიურ დისკომფროტს კი არ უქმნით, მის ტვინს ხელს უშლით მიღებული ინფორმაციის სწრაფად აღქმაში.

ეჭვი – ძალიან მარტივი ხრიკია, რომლის დახმარებითაც მოწინააღმდეგეს უხერხულ სიტუაციაში ჩააყენებთ. ხშირად დაუსვით ისეთი შეკითხვები, როგორიცაა „გგონია გატყუებ?“ ის იძულებული ხდება თქვენზე აღარ იეჭვოს და მისი აზრების წაკითხვაც გაცილებით ადვილი გახდება.

გამეორება – ამ ხრიკის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ერთი და იგივე აზრი, სხვადასხვა სიტყვებით, რამდენიმეჯერ გაუმეოროთ. ასეთ შემთხვევაში, მოწინააღმდეგისათვის აზრი ნაცნობი ხდება და მის უარყოფასაც ნაკლებად შეეცდება.

ირონია – ეს მეთოდი მაშინ უნდა გამოიყენოთ, როდესაც კამათი თქვენთვის არახელსაყრელ ფორმას იღებს. ამ შემთხვევაში პრობლემას თავს ადვილად აარიდებთ. როდესაც ოპონენტს ეუბნებით: „თქვენი მტკიცებულებები ჩემს ცნობიერებას აღემატება!“ ან „ეს უბრალოდ აბსურდია!“ მას დაუკმაყოფილებლობის განცდას უტოვებთ, რჩება იმედგაცრუებული და ის პოზიციას შეარბილებს კამათის გაგრძელების მიზნით.

წყენა – ეს მეთოდიც მაშინაა ეფექტური, როდესაც კამათის შეწყვეტა გსურთ. მიანიშნე, რომ მისმა სიტყვებმა გული გატკინა. მოწინააღმდეგე ვეღარ შეძლებს კამათის გაგრძელებას, ვინაიდან, იმედგაცრუებულის პოზიციაში ახლა თქვენ ხართ.

სოკრატეს მეთოდი – ყველაზე ეფექტური მეთოდი როგორ წარმართოთ კამათი თქვენს სასარგებლოდ – ოპონენტს თავიდანვე აიძულეთ თქვენს განცხადებებს დაეთანხმოს. ასეთ შემთხვევაში, ის ფიქრობს, რომ დასკვნა, რომელშიც გეთანხმებათ, მისი გამოტანილია. მთავარია, რომ თქვენს ყველა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცეს. „თქვენ ხომ თავად მითხარით ეს?“; „ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ სამართლიანი ადამიანი ხართ და სიტუაციას ობიექტურად აფასებთ, ასეა?“ ეს თანამოსაუბრეს დადებით ემოციებს მატებს და რწმუნდება, რომ მისდამი კეთილგანწყობილი ხართ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s