ლექსები მეგობარზე


შენმა მეგობრობამ სული გამინათა,
გული გამითბო და სევდა გამიფანტა.
დაბლა დაცემული ცაში ამიტაცა,
ცხოვრება დაბინდული, ნათლად დამიხატა.
გაიგო ნაღველი და იმედი ჩამისახა,
ბნელი გამიფანტა, სიცოცხლე გამიხარა.
რწმენადაკარგულს პირჯვარი გადამსახა
გამიფრთხილდიო, ასე დამიბარა

***********

შენ რომ გაუგებ და გაგიგებს ეს სულ სხვა არის,
ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილ მეგობარს,
შენი ტკივილი რომ სტკივა და შენს ლხინს შეჰხარის,
შენ რომ ენდობი და ყოველთვის ისიც გენდობა..

არ უღალატო,არ გასწირო ნუ გასცვლი სხვაზე.
თორემ იმ სხვასაც ვერ გაუგებ დაიმახსოვრე,
მეგობრობა ეს ნიჭია ღმერთმა გიბოძა,
მაგრამ ეს ნიჭი ყველას არ აქვს მინდა იცოდე.

უმეგობროდ ჩათვალე რომ ცოცხალი არ ხარ,
მაშ რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას უაზროდ გავლილს,
არ იმეგობრო იმასთან ვინც მხოლოდ გჭირდება
მეგობარი არის მთელი ცხოვრების აზრი..

****

ბევრჯერ შევსულვარ ტაძარში, სანთლები ამინთია,
გულის წადილი უფლისთვის ჩურჩულით გამინდვია,
პირჯვარს ვიწერდი ხატის წინ, ღმერთს მოწყალებას ვთხოვდი,
მეგობარს ვადიდებდი და უმეგობრობას ვგმობდი.
სიტყვა”მეგობრის”ხსენებით გახარებული ვკრთოდი,
მე ჩემს მეგობრებს ვლოცავდი, ღმერთის შეწევნას ვგრძნობდი.
კვლავ ჩუმად ვიმეორებდი:
“სანამ არ არის გვიან,
ჩემი სანთლები სანამ, ბოლომდე დაიწვიან,
მე მეგობრებო თქვენთვის ეს ლექსი მიჩუქნია
და მადლობა რომ თქვენით დღეს მეგობარი მქვია…

****

ღმერთო,აკურთხე ამქვეყნად ყველა მეგობრის გული,
მეგობრისათვის დამდნარი,დამწვარი,დადაგული,
არ გამაგონო არასდროს ეს გრძნობა შელახული,
შეაძლებინე ყველას მეგობრის სიყვარული.”
პირჯვარს ვიწერდი ისევ,სულ სათითაოდ გლოცავდით,
ჩემი ლამაზი ფიქრებით და მონატრებით გმოსავდით,
კვლავ ჩუმად ვიმეორებდი:”სანამ არ არის გვიან,
ჩემი სანთლები სანამ ბოლომდე დაიწვიან,
მე მეგობრებო თქვენთვის ეს ლექსი მიჩუქნია
და მადლობა რომ თქვენით დღეს მეგობარი მქვია

****

ლხინში ბევრს გაახსენდები,
ჭირში ახსოვხარ ცოტასა,
გაივლის დრო და მიხვდები,
ვინც იმსახურებს ძმობასა…

კაცი მეგობრით ცოცხლობსა,
მეგობრობაა მთავარი,
შენს ჭირს ვინც არა გლოვობსა,
ის მეგობარი არ არის…

მეგობრისათვის, რას ამბობ,
არ დავიშურებ თავსაო,
მას სულის წადილს გავანდობ,
აღვიქვამ, როგორც ძმასაო…

და მეგობარიც დამიცავს,
თავისი სისხლის ფასადა,
ერთმანეთს გულში ჩავიკრავთ,
ერთობა გასტეხს ქვასაცა!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s