მენატრები და უშენოდ მცივა.

შემოდგომის ნისლი ტირის მთებში.

ლამის ყელზე შემომადნეს წვიმა.

ნაადრევად დამიზამთრდა თმებში,

მენატრები და უშენოდ მცივა.

მტკივა კენტი ღამეების სევდა

და სიბერის უსასროლო შიში…

სინანულის ცრემლით დამისველდა

გულის-გულში სანთლიანი ნიში.

ამ წვიმაში სად გეძებო აბა ?..

ღრუბელი ხარ, გაბნეული ნისლში…

დღეს მეგობრად მოლოდინი მახლავს

და შენს ნაცვლად გულს სიცივე მიშლის.

ასე მარტომ სად ვიარო აბა?

რა გაუძლებს უსასოო ლოდინს ?..

შემოდგომის დღეებს ნატვრით ვლამბავ,

სულს ამძიმებს უშენობის ლოდი.

უგზო-უკვლოდ დაკარგულა მთვარე,

არ აპირებს გადაღებას წვიმა…

ძეწნა მარტო დარჩენილა გარეთ

და ჩემსავით, ვიცი მასაც სცივა.

ფანჯარასთან სველი ღამე ოხრავს,

სიხარული სადღაც დაკარგულა…

ინათებს და ვფიქრობ მაინც მოხვალ,

იქნებ ცოტაც მოითმინოს გულმა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s