<>-ზურაბ ჯიქიას ლექსები

ეს პოეზია ნეტავ ვის სჭირდება
სხვისი არ ვიცი მაგრამ მე მჭირდება
ნეტავ ვის ჭირდება ჩემი ლექსები
სასიყვარულო დრამა ტექსტები
რატომ არფასდება ეს ჩემი ნიჭი
მე ხომ უბრალო ვარ უბრალო ბიჭი
ნეტავ ვის ჭირდება ამ ლექსის კითხვა
რად დაიმსახურა ლექსებმა რისხვა
ნეტავ ვის ჭირდება ამ ლექსის წერა
სადაა პოეზიის ახალი ერა?
მაგრამ გამოჩნდება სინატლე მჯერა
ვერ დაამარცხებს სიბნელე ვერა!
პოეზია ხომ სულის არს საზრდო
არ გინდათ პოეზიით თაობა ზარდოთ?
რატომ დაუხურეთ ამ ლექსებს კარი ?
რატომ დაივიწყეთ რატომ თქვით უარი?
მოვა დრო პოეზია რომ გაშლის ფრთებს
ამაყად გაივლის გადაგამს მთებს!

***ეს პოეზია ჩვენ გვჭირდება მათ ვინც ვაფასებთ ადამიანის ნიჭს ,ასე რომ განაგრძე***-ეთო


*************************************
ყოველთვის მეშინოდა რომ
ყოველთვის მეშინოდა რომ შემიყვარდებოდი
ყოველთვის მეშინოდა რომ ჩემი გახდებოდი
ყოველთვის მეშინოდა მე შენი დანახვა
ყოველთვის მეშინოდა შენი ფერებში ასახვა

მე მეშინოდა გულის ძახილის
მე მეშინოდა გრძნობის ნამდვილის
მე მეშინოდა დამესვა დაღი
და ყოფილიყო გრძნობები ლაღი

მე მეშინია შენი დაკარგვის
და სიმარტოვის ძნელის ატანის
მე მეშინია დაკარგვა შენი
ხელი ჩამჭიდე ჩამჭიდე ხელი!
******************************

ისევ ფიქრები

შენზე ფიქრებში სისხლი დუღდება
და სიმარტოვე შენით დუმდება
შენზე ფიქრებში სული ბერდება
შენზე ფიქრები მე არ მბეზრდება

მე დღეს არ ველი არ ველი რითმებს
მე დღეს არ ველი არ ველი სიტყვებს
მხოლოდ შენზე ველი იცოდე ფიქრებს
ფიქრები რომელიც ამონებს რითმებს

თაფლის ფერია შენი თვალები
რომ დაგინახავ? დაქრის ქარები
მოგეფერები რომ გნახავ თმებზე
ეს წვიმა მირევს მე ფიქრებს შენზე

მოგეფერები გულში ჩაგიკრავ
და ჩემი პულსით სონეტებს დაგიკრავ
ილუზიაა ხო ეს მე ვიცი
მაგრამ მიყვარხარ არ უნდა ფიცი

ისევ ფიქრებში ფიქრებში გხვდები
მე შენ მიყვარხარ შენ ამას ხვდები?
მიყვარხარ ისევ ფიქრები ყვირის
და უშენობით ეს გრძნობა ჩივის

ილუზიაა რადგან აქ არ ხარ
მხოლოდ სურათზე სურათზე ჩანხარ
*********************************

მხოლოდ შენ მაკლდი

გუშინ საღამოს მხოლოდ შენ მაკლდი
ფიქრებში გეძებდი ამ ჩემს გულს აკლდი
ბევრი გეძიე მაგრამ ვერ გნახე
ვერ დავინახე მე შენი სახე

შენი ღიმილი რომელიც მათბობს
და გამოხედვა რომელიც მათრობს
ძლიერ დამაკლდი რომ ვერ გხედავდი
მიყვარხარ ვამბობდი ვყვიროდი ვბედავდი

მხოლოდ შენ მაკლდი უშენოდ ვკვდებოდი
ეშმაკს მივყავდი უშენოდ ვრჩებოდი
მხოლოდ შენ მაკლდი როგორც სიკეთე
შენი გულისცემა ფერები სითეთრე

ეჰ ისე მაკლდი როგორც ფერთა გამა
და ჩემი წუთები გამხდარა დრამა
ეჰ როგორ მაკლდი სამოთხის ფერია
აბა უშენოდ რა დამრჩენია!

მხოლოდ შენ მაკლდი იცოდე მხოლოდ
მე შენ მიყვარხარ ესაა ბოლო!

**********************************
როცა ქვეყანაში ჩამოწვა ნისლი,
კვლავ დაიღვარა ქართველის სისხლი.
როცა მტერი იყო ჩვენი სასჯელი ,

მონღოლი, თურქი, თუნდაც სპარსელი,
არ შეუშინდა არა ქართველი.
ეს მამაცობა არის სახელი,
მაგრამ რად გვინდა ჩვენ ფიქრი სხვებზე,
ერთად ვიფიქროდ ჩვენს ტანჯულ ერზე !
დიდგორის, შამქორის, ასპინძის გზებზე.
ერთად ვიფიქროდ იმ ოქროს წლებზე ,
აქამდე მოვედით ჩვენ დიდი ომით ,
ქართველი ხარ და რა დაგღლის ომით
ვერ დაგვამარცხებს ვერავინ სროლით.
მტერს მუდამ ვხვდებით ჩვენ ფეხზე დგომით,
რამდენი წელი გამოგვივლია ,
საქართველო ხომ ღმერთის შვილია !!
რა დაგვავიწყებს ვაჟას ,ილიას,
საქართველო ხომ ღმერთის ქმნილია!..
საოცნებო გვაქვს ხმელეთი, წყალი,
მიდი შეავლე, შეავლე თვალი !
ამ სილამაზით გავმხდარვარ მთვრალი,
ამ სილამაზეს ვაფასებ მთვრალი ,
ამ სილამაზით გავმხდარვარ მთვრალი …
როცა ჩვენ გვქვია ქართველი,
იმერელი ხარ, მეგრელი, კახელი,
არ დაივიწყო შენი სახელი!!
ეს სახელია გულით ქართველი!
როცა ქვეყანაში ეს ასე ხდებოდა ,
მამულისათვის ქართველი კვდებოდა,
საქართველოსთვის ბედი წყდებოდა,
ყოველთვის ძალა იმედი ჩნდებოდა!!
***********************************

მე ასე მგონია!

ვიღაცა კვდება ნეტავ რა ხდება
სიყალბე მეფობს სიცრუე მეტობს
გული ატირდა სული დამცირდა
ეს ტყუილი ჰობია! სიმართლე ჯობია
სიმართლე ღმერთი ის ერთადერთი
ეჰ კვდება გრძნობა იმარჯვებს ბოდვა
ესაა საქართველო ტყუილის იმპერია
იცი?ამ თემებზე ბევრი მიწერია
მაგრამ ვერ მივხვდი აქვს ამას აზრი?
ჩვენი ცხოვრება აღმოჩნდა ფარსი
მაგრამ რაც ხდება ჩვენი ბრალია
დაბრმავებული ბევრი თვალია
დღევანდელობა დიდი ტვირთია
მინდაა გაიგო რაც მე მითქვია!
ეჰ მოვა დრო მაგრამ გვიანია
ადამიანი მხოლოდ ზიანია?
*****************************

პატარა სამოთხეში ისევ არის ომი

პატარა სამოთხეში გამეფდა ომი
სიმართლე კვდება იმარჯვებს ლომი
პატარა სამოთხეში ისევ ისვრიან
ანგელოზები ზეცაში ტირიან
პატარა სამოთხეში წამება გამეფდა
და დღეს სიმართლე ეშმაკს დანებდა
პოლიტიკააა? სიმართლე კვდება
ქართველს ამცირებენ ეს ასე ხდება
ამ დროს პოლიტიკა მითხარით რას შვება
რა ხდება მითხარით მითხარით რა ხდება
ვინც დაამცირეს ფარავდეს უფალი
მალე გვენახოს თავისუფალი
ვინც დაამცირეს წაართვეს უფლება
მალე გენახოთ თავისუფლება
ღმერთი ფარავდეს ვინც დღეს დამცირდა
თქვენი დამცირებით უფალი ატირდა
**************************************

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s