დაიკიდე!

 

ახლა ისევ ღამეა და…
ისევ ისე ატრაკებენ ნაბიჭვრები!
დაიკიდე…
სათქმელად ხომ მარტივია,
გასაქცევად –
არ გიშვებენ ნაბიჯები…გამოვლილი…
ცხოვრება კი აშლილია,
კლავესინის ნოტებივით გადაშლილი.
დაღლილია ეს ცხოვრება,
დაცლილია,..
მაგრამ ღამე, გიცინის და გაგიჟებით…
ამტვრევ ირგვლივ,
ყალბ ღიმილს და ტაშმაშურებს,
შემოხვეულ მკლავებს იცლი გაწბილებით…
დაიკიდე!..
ყველაფერი გავლილია!
ყველაფერზე აყოლისთვის დაისჯები!
ვიცი,
ახლა, ეს სასჯელიც რომ გკიდია!
არ იცვლები…
დაგცინიან!.. არ იცვლები!
ალიონზე ამ დუქანთან აღარ სტირის –
არც არღანი,
აღარც უბნის თვალებია –
თამრიკო და ნინა, ასე შენებური –
ტიციანს რომ შენთვის დაუნახებია….
ხოდა მოდი ნუ ატრაკებ ჩემო ძმაო,
დაიკიდე ( ბანალური სიტყვებია!)..
ერთადერთი რაც დაგრჩება ცხოვრებაში –
ნაბიჭვრისგან აცდენილი ტყვიებია!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s