რჩევა ქალებს

ცდილობთ ყველაფერი გააკეთოთ თქვენი საყვარელი მამაკაცისთვისი და ვის უფრო სჭირდება ეს, თქვენ თუ მასი
ნუ ურეკავთ მას ყოველ წამს, არ არის საჭირო ყოველთვის იცოდეს სად ხართ და რას აკეთებთ…
ნუ უგზავნით მას სასიყვარულო ესემესებს…
ნუ ურეკავთ მას მხოლოდ იმის სათქმელად,რომ ძალიან მოგენატრათ…
მას არ სჭირდება თქვენი მოფერება მაშინ,როდესაც თავი ლომი ჰგონია…
ეს ყველაფერი მისთვის მოსაწყენი ხდება…ის ხომ ლომია…მას ნადირობა და ხიფათი სწყურია…
თუ შენ განსაკუთრებული ქალი ხარ და მიგაჩნია,რომ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ,მაშინ ადექი და წადი…დაიწყე ახალი ცხოვრება და მოუგე მას…ცხოვრება ხომ ასპარეზია.?!
მაგრამ არა…ის ვერ დაგკარგავს იმიტომ,რომ შენ განსაკუთრებული ხარ…თავს ამის უფლებას ვერ მისცემს…ის ხომ ლომია და საუკეთესო ნაჭერი მისი უნდა იყოს…
ამიტომ ადექი და წადი…მიეცი მას საშუალება მოგინადიროს..ნუ მოაკლებ მას ამ სიამოვნებას…და იცოდე, რომ ლომი ნანადირევს ხელიდან ვეღარ გაუშვებს…ეს ბუნების კანონია…
როგორ ფიქრობ,რატომ არ გეკითხები არასდროს არაფერსი რატომ არ გეკითხები სად ხარ,ვისთან და რატომი იმითომ, რომ ასე უფრო მალე გამიხსნი შენი გულის კარებს, შემომიშვებ შენს სამყაროში და მე ერთ საათში იმაზე მეტს გავიგებ, ვიდრე შენ შეგიძლია წარმოიდგინო…
არასოდეს გიგებ მახეებს, არც შენი საქორწინო ბეჭედი მჭირდება…რადგან ვიცი, რომ მე ნებისმიერ სტატუსზე მაღლა ვდგავარ…რადგან ვიცი, რომ ქორწინება სულაც არ არის ბედნიერების გარანტი…
მე და შენ თანაბარი ძალები გვაქვს და ამიტომ თამაშის პირობებიც ორივესთვის ერთნაირია…შენ თუ ლომი ხარ, მაშინ მეც დედალი ლომის ინსტინქტებით ვცხოვრობ… ლომების ერთ ხროვაში ვცხოვრობთ… ლომის ლეკვნი — ძუ თუ ხვადი — თანასწორნი არიან, ორივე ლომია …
მე,როგორც ნამდვილმა ძუ ლომმა ვიცი,რომ ეს ქვეყანა- ჯუნგლებია…და ბედნიერება ბრძოლას საჭიროებს…ამიტომ ნამდვილი ლომივით,ხან ალერსიანი და მოსიყვარულე ვარ,ხან კი ვიკაწრები ჩემი ნაზი ტორებით… ამიტომ ხშირად მესმის შენი “მეზიზღები,ვერ გიტან” …მაგრამ მერე აუცილებლად ვისმენ :”მიყვარხარ,მენატრები”…
მე არ მაინტერესებს შენი სამსახური, ფული, ქონება, მანქანა, ქარხნები თუ ჰოლდინგები…ეს არაფრით არ გაყენებს შენ ჩემზე მაღლა და ამიტომ თამაშის წესებს ვერ მიკარნახებ…ჩემთვის უბრალოდ მამაკაცი ხარ,რომელიც მიყვარს, სხვა არაფერი არსებობს ჩემთვის და შენ ეს კარგად იცი…ამიტომაც გიყვარვარ, რომ ჩემთან თავს იმ უბრალო მამაკაცად გრძნობ, რომელიც უყვართ…
მე ვამაყობ საკუთარი თავით და ამიტომ შენ ამაყობ ჩემით…
მე მიმაჩნია,რომ მხოლოდ საუკეთესოს ვიმსახურებ და ამიტომ შენ ყველაფერი გემეტება ჩემთვის…
იცი ლომის გვერდით თავს ლომად გრძნობ…და ეს შენ დაიწყე პირველმა..
მერე უკვე რაღაც გემართება…მერე უკვე გელანდები, გეფიქრები, გესიზმრები…და აღარ შეგიძლია უჩემოდ…ძალიან საჭირო გავხდი შენთვის…ვეღარსად გაგიშვებ …და ვეღარც წახვალ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s