ინტერვიუ შეყვარებულთან

გამარჯობა, გიყვართ?
– გაგიმარჯოთ, კი. როგორ?
– პარანორმალურად.
რა გაწყენინათ?
– დიდხანს მალოდინა, სანამ შემხვდებოდა
როგორია?
– უნიკალური.
გასაგებია… უყვარხართ?
– არ იცის.
ცოტას გადავუხვევ, თქვენი აზრით ლამაზია?
– კი. რას გააკეთებთ მისთვის?
– ყველაფერს. რა გიყვართ მასში?
– ის.
როგორი წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი მის გარეშე?
– აუტანელი! საზიზღარი!
როგორ წარმოგიდგენიათ ის თქვენ გარეშე?
– ჩვეულებრივი, ყოველდღიური.
ახლა თქვენს წინ დგას… თქვენ?
– მაჟრიალებს.
ის? – მიღიმის.
გიყვართ, როცა..
– მეჩხუბება.
უყვარს როცა ..
– ჰკითხეთ
მასთან საუბრისას გრძნობთ ..
– შიშს.
თქვენთან საუბრისას გრძნობს.
. – ალბათ არაფერს. ჩვეულებრივია, ყოველდღიური.
გიხარიათ როცა..
– მასთან ვარ.
გწყინთ როცა..
– ჩემთან არ არის.
მასთან ერთად..
– ვიცხოვრებდი ქალაქში, სადაც არავინ გვიცნობს.
ყველაფერი..
– არის ჩემი!
არაფერი.. – მინდა მისგან! მხოლოდ ვუყვარდე!
გამუდმებით..
– ვფიქრობ მასზე.
არასდროს..
– მომბეზრდება.
სულ იქნებით..
– მისი სიზმრების მსახიობი.
სულ იქნება..
– სულ იქნება!
ცოცხლობთ..
– რომ მიყვარდეს.
იღიმით..
– მისთვის.
ნერვიულობთ..
-როცა ჩემთან არ არის.
სულ სხვა იქნებოდა, რომ..
– სულ ჩემთან იყოს.
იცით რომ ახალისებს..
-ჩემი ლაპარაკი.
იცით რომ ბრაზდება..
– როცა არ ვუჯერებ.
აღმერთებს..
– ღმერთს.
გასწავლათ..
– სიყვარული.
მხოლოდ მისთვის..
– ვიცეკვებდი.
მხოლოდ მასთან..
– ვიქნებოდი ბოლომდე ღია.
გეშინიათ..
– მომავლის.
იმედი გაქვთ..
– არ მაქვს იმედი.
უცნაურია..
– რომ შევუყვარდი.
დაუჯერებელია..
– რომ ერთად არ ვართ.
რეალურია..
– რომ შეიძლება ოდესმე აღარ მეკუთვნოდეს.
მოკვდებით..
– მასზე ადრე.
გიკვირთ..
– როგორ ვცხოვრობ მის გარეშე.
ბედნიერი ხართ..
– როცა ჩემთან არის.
ამაყობთ..
– რომ ბევრს წავართვი.
თქვენთვის ვერ გაიმეტებთ..
– უიმისობას.
მისთვის ვერ გაიმეტებთ..
– ვერაფერს ცუდს.
მასში აფასებთ..
– მას!
ფიქრობს რომ..
– ხან დიდივით ვმსჯელობ.
გეძახით..
– არ მახსოვს.
ეძახით..
– ძილში.
ჰგონია რომ.. – ვეჭვიანობ.
ეჭვიანობთ? – კი.
შეუძლია..
– გადამატანინოს ალბათ ყველაფერი.
გენატრებათ..
– მისი სიახლოვე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s