ისევ . .

ისევ სუფრასთან ვართ, გვიანია,
სხვებმა დიდიხნის წინ დაიძინეს.
მე კი ამ ერთ ჭიქას მაინც დავცლი,
წეღან შენს გამო რომ ავიცდინე.
მინდა ჩუმად რაღაც წაგჩურჩულო,
თმებზე გეხები და წამით ვთბები,
განა მეტი მინდა, ერთ ჭიქასაც დავლევ
და მეც სხვებივით დავითვრები.
იქ ხომ არასოდეს არ თვრებიან,
სადაც სიყვარული არ ბატონობს,
ერთი ჭიქის მერე სისულელეც,
უნდა მაპატიოთ, ქალბატონო.
იცი?- მე აქამდე სხვა ვიყავი,
ანდაც იქნებ სხვის როლს ვასრულებდი.
როცა სიყვარულში გამოგიტყდი,
გეგონა დავთვერი და გავსულელდი.
მგონი კარგად ვეღარ ვითამაშე,
მგონი გულში სევდა ვერ დავტიე,
თუკი ვერ გამიგებთ, ქალბატონო,
თუკი შეგაშფოთებთ, მაპატიე.
ისევ სუფრასთან ვართ, გვიანია,
სხვებმა დიდიხნის წინ დაიძინეს,
მე კი ამ ერთ ჭიქას მაინც დავცლი,
წეღან შენს გამო რომ ავიცდინე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s