ეს ხო მონატრებაა, რომელიც სულს აფორიაქებს…

ეს ხო მონატრებაა, რომელიც სულს აფორიაქებს…
გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა:
– დილა მშვიდობისა, ქალიშვილო! იები აყვავებულა, ატმები აფეთქებულა, ნუშის სურნელმა გააბრუა სამყარო, გილოცავ გაზაფხულის მოსვლასო!
ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს კარებთან უარმაზარი თაიგული დამხვდა:
– სიყვარულის დღეს გილოცავ, მუდამ შეყვარებული იყავიო!
ვარდობისთვეს ჩემი დაბადების დღეს ჩემი წითელი ვარდების ზღვაში ჩაძირვა გადაწყვიტე.
ზაფხულში მინდვრის თაიგულები მოგქონდა ჩემთან . . .
ნაღვლიანი შემოდგომა კი შენი გამოჩენით გაახალისე.
და ერთ დღეს საღამოს სახლისკენ მომავალმა ჩემს ოთახში სინათლე შევნიშნე
მივხვდი, ეს შენ იყავი!
კარი გამიღე, შემცივნებულს შალი მომაფარე, სითბოთი ამავსე, სავარძელში ჩამსვი და მითხარი:
– ახლა ჩემთან ხარ, ნუღარაფრის გეშინიაო!
მერე კი ზამთარი მოვიდა, ცივი, ულმობელი და სუსხიანი
და ასე დაიბადა და ოცნებებად დაიღვარა თეთრ ფურცელზე სიმარტოვით გაყინულ ოთახში შენზე მონატრება.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s