სიგიჟემდე მწამდი…

ისევ, მოგონება მახრჩობს…
როცა, უმოწყალოდ მწვავდი…
მაინც, ვერ გავიგე – რატომ?
მე ხომ, სიგიჟემდე მწამდი…

ახლა, მოდაშია ფიქრი…
ფიქრობს პატარა თუ დიდი…
ახლა, მოგონებებს ვიმკი…
მაშინ, ოცბებებსაც ვზრდიდი…

ასე მოვაღწიე მარტომ…
გავხდი, მოწყალე და მშვიდი…
ახლა, შენს სიყვარულს ვნატრობ…
მაშინ, ვიღაცაში გცვლიდი…

ისევ, მონატრება მომკლავს…
ახლა, მინდა ვიყო შენთან…
გული ძველებურად ბორგავს…
ისევ, ჩამოვჯდები მზესთან…

წვიმას ავატირებ, ისევ…
სევდას უმიზეზოდ წავშლი…
ღამეს შევატოვებ ნისლებს…
და ქარს, უგზოუკვლოდ გავშლი…

ღამეს დავაღამებ, სადმე…
დილას გავითენებ, მაინც…
ოღონდ, საუკუნოდ მწამდე…
იმედს არ დავკარგავ ხვალის…

ღამეს, უშენობით მოვკლავ…
მერე, შავს სამოსელს გავხდი…
მოვალ, დამიჯერე, მოვალ…
და შენ,
პაემანზე დამხვდი..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s