ჩუმი ნატვრა…

_რაზე ოცნებობ?__იკითხა ბიჭმა.

__ეეჰ!.. რამდენ რამეზე ვოცნებობ__ცას ახედა გოგომ.

__მაინც რაზე?__დაინტერესდა…

__ოცნება იმისთვისაა, ჩუმად, შენთვის იხალისო, რაღაც ინატრო…

  ოცნება ჩუმი ნატვრაა__დასძინა ჩუმად.

__მითხარი შენი ჩუმი ნატვრა!..__გაიღიმა ბიჭმა.

__ჩუმი-თქო, ჩუმი… შენთვის უნდა გინდოდეს, მალულად, უკვე გამხელილი__ოცნება კი არა ჩვეულებრივი სურვილია, ასრულებადი…

__ანუ აუსრულებელზე უნდა იოცნებო?__გაუკვირდა ბიჭს.

__გააჩნია
ოცნებას. აუსრულებელი, ასრულებადი__ბევრნაირია ძალიან, მაგალითად, ”პირადი
სერიოზული”, როცა ბავშვს ნაჩხუბარი დედ-მამის შერიგება უნდა; ”არაპირადი
სერიოზულია”, რომელიც ეხება მაგალითად, სამშობლოს. 

  ”პირადი არასერიოზულია”, ფერადია ოცნება, რომელიც ეხება რაღაც მატერიალურს.

  ეეჰ!.. რამდენნაირია კიდევ…

__კიდევ?

__ჰო, შურისძიების ოცნება, გაახალგზრდავების ოცნება. 

__ჰოო…
არასდროს მიფიქრია ამდენნაირი ოცნება თუ არსებობდა.___ჩაფიქრდა და ცოტა
ხანში სთხოვა:__მითხარი ერთი ”არასერიოზული” ოცნება შენი, იქნებ არც ისეთი
აუსრულებელია…

__არა, არა!..__იუარა გოგომ. 

  ვერასდროს აასრულებ__დააყოლა ჩუმად.

__რატომ?

__არფ გეყტყვი და იმიტომ…

__კარგი… და ოცნებაზე ასე სერიოზულად როდოს დაფიქრდი?

  რამდენნაირიაო, სხვადასხვა სირთულის, სიმძიმისო…

__როდის?__მაშინ, როცა პირველად ჩავხედე თვალებში წვიმას…

__წვიმას? თვალებში? ეე, რა უცნაური ხარ…

  შესახედავადაც…


რაღაცნაირი მწვანე თვალები, სასაცილო წარბები__ხან მჭმუნვარედ შეკრული,
დასაქუხებლად მომზადებული ღრუბლებივით, ხანაც__გახსნილი, პირმცინარი
მზესავით ანათებს მაშინ ეგ ალუჩისფერი თვალები, და პაწაწინა,
ძლივსშესამჩნევი ხალები ლოყაზე, სულ სამი, საამი…

  თხელი, ოდნავკეხიანი ცხვირი, სიფრიფანა ნესტოებით და მხრები… ლამაზი, გაშლილი, ამაყი. მაგრამ მაინც უმწეო, ფაქიზი…

__და შენი ოცნება რა არია?__შეაწყვეტინა გოგომ.

__მოიცა,
დამამთავრებინე, ახლა აღვწერ ჩემს ოცნებას!..__და გააგრძელა__ გრძელი,
თხელი თითები და გრილი ხელისგულები…__შეჩერდა და გადაწყვეტილებასავით
დასძინა, თან თვალები გაუსწორა__მეოცნებე გოგონავ, მე სულ შენთან
ვიქნები…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s