„ჯინსების თაობა”

– რატომ, გაფრენა არ გინდათ?
გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით.
რუსი გამომძიებელი ცოტა ხანს დუმდა, ირაკლის პასუხებზე ფიქრობდა, მაგრამ მაინც ვერ მიხვდა, რისი თქმა უნდოდა ამ ახალგაზრდა ქართველ კაცს და ამიტომაც ბოლო შეკითხვა მხოლოდ იმიტომ დაუსვა, რომ უხერხული სიჩუმე დაერთვია:
– რომ ვერ გაფრინდეთ?
მაშინ ზღვას გადავცურავ.
– რას?
ზღვას.
– როგორ?
სიმღერით.
– ხუმრობთ?
არ ვხუმრობ.
– დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
კი, ბატონო.
– მაინც როგორ ჩავწეროთ?
სიტყვასიტყვით.
– მაინც როგორ?
მე გადავცურავ ზღვას

”ჯინსების თაობა” მოგვითხრობს 1983 წელს მომხდარ თვითმფრინავის გატაცებაზე, რომელსაც
უამრავი სიცოცხლით სავსე ქართველი შეეწირა… წიგნის შინაარსი ასეთია:
1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.
ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა. სიკვდილით დასაჯეს ადამიანიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო. ,,თვითმფრინავის ბიჭების საქმე” თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია. დღემდე კამათობენ იმაზე, სინამდვილეში ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები: ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ.

  “ წარსულს თურმე დაბრუნებაც შეუძლია და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმ წარსულს ჩვენ თვითონაც არ ვშორდებით “

მიუხედავად ყველაფრისა,საქართველოში მაინც სჯეროდათ რომ თვითმფრინავის გამტაცებლებს არ დახვრეტდნენ.ზოგიერთებს იმდენად სურდათ,რომ ეს არ მომხდარიყო,თვითონვე იგონებდნენ სხვადასხვა ვერსიას და მათ შორის ყველაზე გავრცელებული ციმბირის ვერსია იყო.ამბობდნენ, რომ სიკვდილმისჯილებს კი არ ხვრეტდნენ,არამედ აგზავნიდნენ ციმბირში,საიდუმლო საბჭოთა ობიექტებზე სამუდამოდ სამუშაოდ და ამბობდნენ,რომ თვითმფრინავი სგამტაცებლებსაც იგივე ბედი ელოდათ.
სინამდვილეში საბჭოთა ხელისუფლება სიკვდილმისჯილებს ხვრეტდა,მაგრამ ციმბირის ვერსია იყო იმ ადამიანების ფანტაზიის ნაყოფი,ვისაც სიკვდილისათვის დამნაშავეებიც კი არ ემეტებოდათ. სიკვდილმისჯილებს ხვრეტდნენ ,ოღონდ განაჩენის სისრულეში მოყვანა ხდებოდა საკმაოდ გვიან განაჩენის გამოტანიდან, რადგან ნებისმიერი რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მოსკოვის ოფიციალურ დასტურს უნდა დალოდებოდა ბოლომდე და როგორც წესი,ეს პროცესი ,ზოგჯერ რამდენიმე წლის მანიძილზეც კი იწელებოდა.ზოგჯერ რამდენიმე სრულიად დაუჯერებელი და გაუგებრია თვითმფრინავის გამტაცებელთან მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული აჩქარება, რადგან ისინი დარხვრიტეს განაჩენის გამოტანიდან თვე–ნახევარში, სამ ოქტომბერს და შეიძლება პირიქითაც იყოს და სრულიად გასაგებია,რატომ აჩქარდა მაშინ საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება ასეთი მონდომებით.
რასაკვირველია,ოფიციალურად არაფერი გამოუცხადებიათ და მშობლებისა და ოჯახის წევრებისათვის არც მაშინ და არც მერე არაფერი შეუტყობინებიათ მაგრამ ინფორმაცია გეგასა და მისი მმეგობრების დახვრეტის შესახებ თბილისსა და საქართველოში მაინც გავრცელდა. რადგან საბჭოთა ხელისუფლები სპირობებში ინფორმაციის ალტერნატიული წყარო,უბრალოდ არ არსებობდა,ქართველები მხოლოდ დასავლური რადიოარხების მეშვეობით იგებდნენ ახალ ამბებს და საერთოდ ყველაფერს,რასაც საბჭოთა მთავრობა თავის ხალხს საგულდაგულოდ უმალავდა.თვითმფრინავის გამტაცებელთა შესახებაც სამწუხარო ინფორმაცია სწორედ “ამერიკის ხმამ” გადმოსცა განაჩენის სისრულეში მოყვანის დღესვე,სამ ოქტომბერს,მაგრამ უმრავლესობამ მაინც არ დაიჯერა,რომ გეგა ცოცხალი აღარ იყო ,რადგან იმედი სულ ბოლოს კი არა ,საერთოდ არასოდეს კვდება.
გეგას ბაბუაც ,ვისი სახელიც გეგას ერქვა და იმავე ასაკში ბერიას დროს დახვრეტას სასწაულით გადაურჩა,სწორედ იმ დღეს,სამ ოქტომბერს გარდაიცვალა….

სიკვდილმისჯილთა საკნები იყო ორთაჭალი ციხის ჯურღმულებში,მიწისქვეშა გუბერსკის სულ ქვედა სართულზე,საიდანაც გაჰყავდათ კიდეც პატიმრები დასახვრეტად იმევა სართულზე არსებულ სპეციალურ ოთახებში. თუმცა იმავე სართულზე არამხოლოდ სიკვდილმისჯილები ისხდნენ და ამიტომაც ციხემ იცოდა,ვინ სად იჯდა,ვინ გაჰყავდათ ან შემოჰყავდაღ სართულზე და მით უმეტეს , კარგად იცოდნენ სიკვდილსმისჯილების შესახებ ყველაფერი ერთი სართულით ზემოთ არსებულ საკნებში. სწორედ ზემოთ, სიკვდილმისჯილთა სართულის თავზე, ერთ–ერთ საკანში იხდიდა მაშინ სასჯელს ერთ–ერთი ცნობილი  ავტორიტეტი, დიმა ლორთქიფანიძე, რომელიც პარიზში ,ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ოჯახში იყო დაბადებული და მისი ანტისაბჭოური შეხედულებებიც სულ არ იყო შემთხვევითი. მისი საკნის გვერდით კი მაშინ აღმოჩნდა რამდენიმე პატიმარი ქალი,რომლებიც ვაჭრობის გამო იყვნენ დაკავებულები და სანამ მიუსჯიდნენ და ქალთა ზონაში გადაიყვანდნენ,საღამოობით თურმე ღიღინებდნენ ხოლმე. მათი ღიღინის შესახებ დილა ლორთქიფანიძემ შეიტყო ზედამხედველისგან,რომელმაც ერთხელ უბრალოდ დაიწუწუნა,ნეტა ამ ქალებს რა სიმღერა აუტყდათ ,მერე შენიშვნას მე მაძლევს უფროსობაო და ლორთქიფანიძემ ზედამხედველს დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი მოღიღინე პატიმრების შესახებ. ზედამხედველმა მხრები აიჩეჩა,მაგ ქალებიდან ზოგი ბუღალტერია და ზოგიც მაღაზიის გამყიდველი და მეც ეგ მიკვირს,რო ეგრე კარგად მღერიანო . მაშინ პატიმარმა დიმა ლორთქიფანიძემ ზედამხედველი უფრო ახლოს მოიხმო და უფრო ჩუმად უთხრა:
–მაგ ქალებმა რომ ხმამაღლა იმღერონ,ქვემოთ თუ გაიგონებენ?
–სად ქვემოთ?
–სიკვდილმისჯილებში.
–დაკეტილ საკნებში,აბა ,როგორ გაიგებენ:
–დერეფნებში ხომ გაიგებენ?
–თუ ბოლო ხმაზე იმღერეს ამ ქალებმა,ქვემოთ დერეფანში ალბათ გაიგონებენ.
–ალბათ თუ ნაღდად?
–ალბათ.
–ახლა მომისმინე.შენი პატივისცემა ჩვენზეა,თუ პატარა თხოვნას შეასრულებ.
–სამსახურს ნუ დამაკარგვინებ და….
–სამსახური კი მართლა ისეთი გაქვს,რომ აფსუსი იქნება ამის დაკარგვა , მაგრამ მაინც კარგად მომისმინე.
–აბა გისმენ.
–ქვემოთ , სიკვდილმისჯილებში გეგა ზის, მსახიობი ბიჭია.
–ხო,ვიცი , თვითმფრიავის ამბავზეა,სხვებიც მანდ არიან.
– სხვებს ვერ დავეხმარებით,თანაც ეგ დახმარება გეგას ყველაზე მეტად სჭირდება, ოცდაორი თუ ოცდასახმი წლისაა, პატარა ბიჭია.
–ჰო, ვიცი. კინოშიც მყავს ნანახი.
–კინოც გყვარებია და ,აბა ,ერთი ეგეც მითხარი,იმ გეგას რომ დასახვრეტად გაიყვანენ ,რამდენ ხანში გაიგებ?
–ეგრევე გავიგებ,მაგ სართულზე ჩემი ბიძაშვილია ზედამხედველი.
–ნაღდი ბიძაშვილია თუ გარე?
=ალალი.
–მაშინ გაყვანას რომ დაუპირებენ, ეგრევე მეც უნდა ვიცოდე.
–სამსახურს ნუ დამაკრგვინებ, ორი პატარა შვილი მყავს და რომ ვიცოდე მაინც,რას აპირებთ.
–ისეთს არაფერს.
–მე ნუ დამღუპავთ.
–მაინც?
–გეგას რომ გაყვანას დაუპირებენ, ქალებს ვეტყვი ,რომ სიმღერა დაიწყონ,რაც შეიძლება ხმამაღლა , ბოლო ხმაძე იმღერონ.ქალებს უთხარი,რომ ჩემი თხოვნაა გეგას გასამხნევებლად, ისიც უთხარი,რომ დასახვრეტად მიჰყავთ.
ზედამხედველი გაოგნებული იდგა და ამ უცანურ პატიმარს უსმენდა, რომლის მსგავსიც აქ არ ენახა,არც იმ სხვა ციხეებში,სადაც ადრე,მანამდე მუშაობდა…..

ისინი ყველანი ერთ დღეს დახვრიტეს , მაგრამ მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ ეს არ გახმაურებულიყო და სამ შემთხვევაში ეს გაცილებით ადვილად გამოუვიდათ, რადგან ბერი და ძმები სპეცილაურად დღისით გაიყვანეს საკნებიდან, რადგან დღისით ციხის ყურადღება უფრო მოდუნებულია და ბოლოს იმ საკნის კარიც გააღეს,რომელშიც გეგა იჯდა.
თუმცა გეგა ფეხზე იდგა და მაინც სჯეროდა,რომ ეს არ მოხდებოდა,მიუხედავად იმისა,რომ არ იცოდა,სად მიჰყავდათ ; არ იცოდა,რომ დერეფნის ბოლოს იყო ოთახი ,სადაც მას თავისი განაჩენი ელოდა.იმ დერეფნის გავლისას კი გეგას სიმღერის ხმა შემოესმა სადღაც შორიდან,სადღაც ზევიდან, მაგრამ იფიქრა ,რომ მოეჩვენა და ოდნავ,სულ ოდნავ გაეღიმა კიდეც. ერთი სართულით ზევით კი პატიმარი ქალები მართლა მღეროდნენ,იდგნენ ძალიან ახლოს ჩაკეტილი საკნის სარკმელთან და ხმამაღლა,ტირილით მღეროდნენ.მათი ხმა,გეგასაგან განსხვავებით ,კარგად ესმოდა დიმა ლორთქიფანიძეს,რომელიც გამეტებით ურტყამდა თავისი საკნის კარს დასისხლიანებულ მუშტს და მთელი ციხის გასაგონად ყვიროდა.
დიმას ხმას მაშინვე მოჰყვა დანარჩენი პატიმრების რეაქცია,რადგან რამდენიმე წამში ორთაჭალის ციხის ყველა პატიმარმა იცოდა,რომ ქვემოთ,სარდაფში, ადამიანი დასახვრეტად მიჰყავდათ. რამდენიმე წამში ციხის ყველა სართული ერთად, ხმიდ ჩახლეჩვამდე ღრიალებდა გეგას სახელს და როცა გეგა დერეფნის ბოლოს მიუახლოვდა, მთელი ციხე უკვე ისე გუგუნებდა,რომ გეგას გამცილებელმა ზედამხედველებმა საკმაოდ შეშფოთებულებმა გადახედეს ერთმანეთს.
შეიძლება აჩქარების ბრალი იყო ან საბჭოთა იმპერიაში,მართლაც რაღაც ლპეპოდა,რადგან იმ ოთახში შეყვანისთანავე ,ჯალათმა ,რომელიც გეგას ელოდებოდა, ინსტრუქციის თანახმად, უკნიდან ესროლა სიკვდილმისჯილს,მაგრამ ტყვია არ გავარდა. პროფესიონალი მკვლელისთვის ეს ისეთი მოულოდნელობა იყო,რომ იგი დაიბნა და აღელდა კიდეც. გეგა კი ,საიდანღაც მოგონილი სიმშვიდით,ჯალათისკენ შემოტრიალდა მაშინვე ღიმილით უთხრა:
– ადრე ხალხის დახოცვა მაინც შეგეძლოთ,ახლა ეგეც აღარ შეგიძლიათ.
მკვლელმა მეორედ გაისროლა და უცებ ყველაფერი დამთავრდა.

მართალია,სიკვდილმისჯილებს მშობლებისთვი სოფიციალურად არაფერი შეუტყობინებიათ განაჩენის სისრულეში მოყვანის შესახებ, მაგრამ საბჭოთა ხელისფლებას უფრო მზაკვრული  და სასტილი წესებიც ჰქონდა. სამი ოქტომრბის შემდეგ,რამდენიმე დღეში სიკვდილმისჯილები სოჯახებს, ქვითრები მიუტანეს და ოფიციალურად გადაახდევინეს მათი შვილების მოკვლისათვის დახარჯული ტყვიების საფასური. თითო ტყვიის საფასური სამი მანეთი იყო,მაგრამ გეგას დედას ექვსი მანეთი გადაახდევინეს – იმ პირველი,გაჭედილი ტყვიისათვის,რომელიც არ გავარდა ,ან გავარდა ,მაგრამ ჯალათმა უბრალოდ ააცილა.თუმცა ეს ძნელი დასაჯერებელი იყო,რადგან ისინი არათუ ასეთი ახლო მანძილიდან,შორიდანაც კი იშვიათად აცილებდნენ და მთელი საბჭოთა იმპერიის ისტორიაც სწორედ ეს იყო.
მათ კი,  ვინც დახვრეტად უშუალოდ ასრულებდა, ყოველ მოკლილ პატიმარზე თოთხმეტ მანეთს უმატებდნენ ყოველთვიური ხელფასის გარდა. იქ,სადაც ადამიანის სიკვდილითოთხმეტი მანეთი ღირდა, ადამიანის სიცოცხლეს რა ფასი ექნებოდა.

ისინი არ ყოფილან გიმრები და იმას, რაც მათ ჩაიდინეს ,ყველლა ენაზე დანაშაული ჰქვია.
ამტომაც:
თვითმფრინავის გამტაცებლების მშობლებსა და ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ ახლობელებს,არასოდეს უთქვამთ, რომ გეგა და მისი მეგობრები უდანაშაულოები იყვნენ დაპასუხი არ  უნდა ეგოთ იმისათვის, რაც ჩაიდინეს.
თვითმფრინავის გატაცება ყველგან დანაშაულია და მით უმეტეს მაშინ,როცა ის მსხვერპლით მთავრედება,გამტაცემლები უნდა დაუსაჯონ.

მაგრამ :
მათი დახვრეტა, ვისაც არავინ არ მოუკლავს ,ისეთვე დანაშაულია,როგორც თვითმფრინავი სგატაცება და იქნებ უარესიც!
მით უმეტეს:
დანაშაულია თვითმფრინავის გამტაცების მცდელობისათვის იმ ადამიანის დახვრეტა,რომელიც იმ თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა. როგორც ჩანს, ქართველი ბერისადმი გამოჩენილმა განსაკუთრებულმა სისასტიკემ სახემწყფოს მხრიდან, მთლიანად შეცვალა იმ ბადრაგის ცნობიერება,რომელიც დახვრეტამდე ბერის უშუალო ზედამხედველი იყო თვილისის კაგებეს ციხეში. იმ ბადრაგმა ციხეში სამსახურს თავი დაანება და იმ მონასტერში წავიდა სადაც ასე ძალიან უყვარდა განმარტოება დახვრეტილ ბერს. იმ სოფელში კი , თოვლიანი გზა,რომელსაც ყოფილი ბადრაგი მიუყვებოდა,ი მ დღესვე გაჩნდა ლეგენდა, რომ ბერი არ მოუკლავთ და უდანაშაულო ადამიანი დასახვრეტად მაინც არ გაიმეტეს.
საქართველოში დღემდე უამრავ ადამიანსაც სწორედ ასე სჯერა,რომ თვითმფრინავის გამტაცებლები ახალაც ცოცხები არიან და არიან სადღაც შორს,ძალიან შორს ამ ბოროტებით სავსე სამყაროდან,რადგან მათ ძალიან უნდოდათ გაფრენა და მართლა გაფრინდნენ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s