სასიყვარულო სმს-ები

1.დილა მოიპარა ჩუმი ნაბიჯებით, მე კი შენთან მინდა მართლა გაგიჟებით, შენ კი არ გახსოვარ, ალბათ არც გჭირდები, მე კი შენთან მინდა მართლა გაგიჟებით!
2.ნახე გაწვიმდა ტირის ბუნება, ნაზი სისველე იგრძნო ტუჩებმა, ნახე ატირდა ჩემი თვალები … და იცი რატომ! შენ მენატრები.
3.გულით მიყვარხარ და გულში მყავხარ, სადაც დავდივარ გულით დამყავხარ, შენ მთვარე ხარ და გზას მინათებ, შენზე უკეთესს მე ვის ვინატრებ?!
4.მინდა ძვირფასო შენც შემიყვარო, რომ სიყვარულის გავიგო გემო. მინდა ამაყად მეთქმოდეს შენთვის, მე შენ მიყვარხარ სიცოცხლევ ჩემო!
5.უსაზღვრო სევდა, მწუხარე ბედზე… ფიქრებში ფრენა მე ვფიქრობ შენზე!
6.მე მენატრები წუთში 60 წამს, 60-ჯერ მიყვარს ეს მონატრება, წუთში 60-ჯერ რომ გიყურებდე, 60-ჯერ გეტყვი : “მე შენ მიყვარხარ”.
7.ნეტავ მაქცია მე სიგარეტად, ერთხელ მაინც ხომ ამიღებ ხელში, ერთხელ შენს ბაგეს შევეხო კიდე და მერე თუნდაც დავიწვა ფერფლში.
8.მაშინ როდესაც ცხოვრებაზე შენ ხელს ჩაიქნევ
9.წუთით შეჩერდი,მე გამიხსენე ნუ ატირდები.
და შენ მიხვდები,რომ ქვეყანაზე არსებობს ვიღაც
ვისაც უყვარხარ,
ვინც შენ გაღმერთებს,
ვისაც სჭირდები.
10.მზეს ეძებს ვაზი,მზე მის გულში ჩაქარგულია,
სიყვარულს ეძებს კაცის გული-არ დაიდარდოს!
ვისთვისაც მზე და სიყვარული დაკარგულია,
უმჯობესია არასოდეს არ დაიბადოს.
11.მე ისევ გეტყვი ამ ლამაზ სიტყვებს – შენ აღელვდები, მეტყვი ვინა ხარ? მაგრამ მე გეტყვი ჩემო სიცოცხლევ – შენ დაგავიწყდი მე კი მიყვარხარ.
12.პაწაწკინტელასულს, შემოდგომის ეხება სუნთქვა, ჩუმად გკოცნიან წვიმის წვეთები, ისე ნაზი ხარ და ისე სიფთა, მგონი ჩემთვისაც არ მემეტები.
13.შენ ჯვარს დაიწერ, აგუგუნდება სვეტიცხოველის წმინდა ზარები, სხვისი გახდები მაგრამ იცოდე იმ სხვაზე უფრო მე მეყვარები
14.ხან გაელვებას გავხარ, ხან მზის ამოსვლას ცაზე, შენ რომ ამ ქვეყნად მყავხარ, როგორ ვიფიქრო სხვაზე?
15.არსად არ მინდოდა გამეშვი, ვიცოდი უშენობა შემშლიდა. იმ დღეს ცამ ჩამხედა თვალებში- იტირა იმგვარად შეშინდა.
16.მე დაჭრილი ვარ, უიარაღდ. მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი, ვერ იტყვი ჩემზე გული არ აქვსო. მე გული მქონდა და შენ მოგეცი.
17.ციდან ჩამოსულ ფერიას გავდი, მე რომ მხატვარი ვყოფილიყავი ღვთისმშობლის ნაცვლად შენ დაგხატავდი
18.შენი თვალები არის სურვილი, შენი ღიმილი – ჩემი ვედრება, შენი ტუჩები არის ლოდინი და მე ეს არც ერთი არ მომბეზრდება
19.რამდენჯერ შენი ლამაზი თვალები, ათას თვალებში ჩუმად მინატრია, რამდენჯერ შენი ლამაზი კოცნა ჩუმად ბევრჯერაც მომნატრებია
20.მინდა ვიყო სიგარეტი, შენს სიყვარულს ზედ ვემსხვერპლო, შენ თითებში ჩავიწვა და შენს ტუჩებზე დავიფერფლო.
21.ხომ შეიძლება ღმერთი არ გწამდეს, მაგრამ გჯეროდეს უკვდავებისა, ხომ შეიძლება უსიყვარულოდ იცოდე ფასი სიყვარულისა.
22.და როცა შენი დავიწყება მე გადავწყვიტე, წარმოიდგინე ფიქრი ისევ შენზე დავიწყე!
23.ქვეყნად მოსვლა სხვა თუ არა, იმიტომ ღირდა, რომ ერთხელ მაინც მეთქვა მიყვარხარ!
24.ჩემი გულის სიყვარული ისე უდრის შენი გულის სიყვარულს,როგორც ჰიპოტენუზას კვადრატი უდრის კათეტების კვადრატების ჯამს.
25.შენ შეიძლება შეგიყვაროს ჩემზე ლამაზმა, მაგრამ ვერასდროს შეგიყვარებს ჩემზე ლამაზად.
26.მე 1 წუთი დამჭირდება რომ მომეწონო, 1 საათი რომ მომინდე, 1 დგე რომ შემიყვარდე და მთელი ცხოვრება რომ დაგივიწყო
27.ქარს გავატანე შენთან ნაზი კოცნა, ალბათ გაუჭირდა ეხლა შენი პოვნა, სარკმლიდან ისმის შენი ხმა სანუკვარი, გამოდი მიიღე ჩემი საჩუქარი..
28.როგორ მიყვარხარ, როგორ გენდობი, ვერ გამოვხატავ ვერც ერთ ენაზე, ჩემთვის სიცოცხლე რა იქნებოდა შენ რომ არ მყავდე ამ ქვეყანაზე…
29.სიცოცხლე წამია მიიღე.სიცოცხლე ოცნებაა აიხდინე,
სიცოცხლესევდაა გადალახე, სიცოცხლე სიყვარულია დატკბი
სიცოცხლე ბედნიერებაა და შენ ის დაიმსახურე.
30.ისევ მარტო ვარ,შენ ისევ არ ხარ.
წვიმას აპირებს და არსად ჩანხარ.
არცერთი სიტყვა, არცერთი ფრაზა,
ნეტა ვიცოდე ნეტა შენ სად ხარ .
31.იფიქრე იფიქრე რადგან ფიქრში არსებობს სიყვარული
გიყვარდეს რადგან,სიყვარულში არსებობს სიცოცხლე,
იცოცხლე რადგან სიცოცხლეში ვარსებობ მე.
32.ვუსმენ სიჩუმის უცნაურ კვნესას,
ეხლა საშველი მხოლოდ ძილია,
მაგრამ მე შენი დუმილიც მესმის
და დავიწყება არ შემიძლია
33.მე ის მიყვარდა სანამ ვნახავდი,
დიახ მიყვარდა ჯერ უნახავი
მიყვარდა ისე როგორც ნახატი
მხატვრისგან ჯერაც დაუხატავი,
მე ის მიყვარდა უფლის ნებართვით
ვით სახარება ანუ განგება,
მე ის მიყვარდა დაბადებამდე,
სიკვდილის მერეც ის მეყვარება
34.მინდა ვიტირო ცრემლი არ მომდის,
მინდა ვიყვირო ხმა არ ამომდის,
მინდა ვიფიქრო აზრი არ მომდის,
მინდა დაგივიწყო ძალა არ მყოფნის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s