ჩემთვის !ჩუმად! გულში !ცამდე!…

ჩემი სიყვარულია ამაყია,
სიბრალულს არ ითხოვს.
მაგრამ გაპატიებ, დედას გეფიცები
სულსაც კი დაგითმობ!
უკვე აღარ მჯერა, უკვე აღარა მწამს
უკვე გამიხუნდა გრძნობები.
ვითომ დაბრუნდები?ვითომ გენატრები?
მე შენგან ამას მოველი..
და ეს მოლოდინი თუკი არ დამტანჯავს,
თუკი გადავრჩები ცოცხალი,
მე შენ გევედრები, ისევ ჩემთან მოდი
თუ არა ,ჩათვალე მომკალი!

***********************************


ნეტა აქედან სოხუმი შორია?

ყველა ბედნიერად ჭყალში ჭყუმპალაობს,
მხოლოდ ჩემს გულშია დარდი დაუთვლელი.
ჩემდა უნებურად როცა ზღვას გავყურებ
უცებ მაგონდება ჩვენი აფხაზეთი.
ნუთუ სოხუმის ზღვაც ზუსტად ასეთია?
როგორიცაა ზღვა ქობულეთის,
არა არ მგონია მაინც ის სულ სხვაა
დაუჯერებელი და დაუვიწყარი.
ალბათ სანაპიროც სულ სხვანაირია,
ალბათ კენჭებსაც იქ სულ სხვა სუნი აქვს.
ალბათ იმ ცაში, იმ ლამაზ ცაში
ფრთებს სულ სხვაგავარად შლის ზღვის თეთრი თოლია.
ოხ როგორ ძნელია, ასე მონატრება,
ასე როგორ მიყვარს მიწა უნახავი.
ვზივარ ქობულეთში ,გავყურებ ზღვას
და მეღიმება ვპოულობ ხსნას
ცოტა იმედით და ცოტაც მონდომებით
ჩვენ ალბათ ვიპოვით გზას ,
გზას რომელიც მიგვიყვანს იქ
სადაც ჩვენი ისტორია დგას!

******************

 

არ დამელოდოო მითხრა და წავიდა.
არ მოიწყინოო არაო არ გინდა.
ვინ არ წასულაო,სად არ წასულაო
ვის არ სტკენია გული შენსავითო.
რაზე ტირიხარო ,რაც არ ყოფილაო
გული ნუ გწყდებაო, მე სულ სხვა მიყვარსო
მხოლოდ მეგონაო ,შენით შენით ვცოცხლობდიო
თურმე ვცდებოდიო, მხოლოდ მეგონაო.
და მეც გავუშვი აღარ დავიჭირე
ჩემი ოცნებები ვეღარ ავიხდინე
შენ თუ არ გიყვარვარ, მე ხომ შენი ვარ თქო
ჩემი სიყვარული ცოცხლად დავიტირე.
და ახლა დავდივარ სულ მარტო ეულად
გული მომიკვდა და სხეულს ძლივს ვერევი
შენ კი დამიბარე არ დამელოდოო,
მაგრამ გელოდები გრძნობებს ვერ ვერევი?!

სიკვდილი

მთავარი არის როგორ იცხოვრებ
და არა ის თუ რამდენის წახვალ
ამ ქვეყანაზე იმისთვის მოვხვდით
არ შეგვაშინოს იმ ქვეყნად წასვლამ.
და თუკი ღმერთი ისურვებს იმას,
რომ სამუდამოდ ჩვენ განვისვენოთ
ვერარას შეძლებ ცრემლის მდინარით
ჩვენ ღმერთის ნება უნდა ვისმინოთ.
გთხოვთ, მიეჩვიეთ სიკვდილს სუყველა
არვინ არ ვიცით ის როდის მოვა
რომელ კარებზე დარეკავს ზარს და
მერე ვისზე ვიტყვით დაგვტოვა.
ნუ დაიტირებთ მიცვალებულებს,
ნუ გავაცილებთ მწარე გოდებით,
ღიმილით უნდა შევხვდეთ ამ ამბავს
ღმერთი ჩვენგან ხომ ამას მოელის.
რადგან მან იცის თუ სად წაგვიყვანს
რომელ მხარეში უკვდავ ქვეყნისა
არ შეგეშინდეთ ის საქმის გარდა
ყველა ჩვენგანის გულსაც გასინჯავს,
და თუკი მიხვდა რომ ხარ კეთილი
და გულში თეთრი ანგელოზია
შენში არ ბუდობს შავი აჩრდილი
შენთვის სამოთხის კარი ხსნილია
შეაღებ კარებს იტყვი ,,სადა ვარ
ჩემთვის ეს სახლი ძალზე ტკბილია
და არც იციან მათ ვინც მიტირეს
აქ რომ სუყველა ბედნიერია”
ამიტომ შეგთხოვთ მიცვალებულებს
ნუ გავაცილებთ ცრემლით,გოდებით
ნუ ჩავუმწარებთ ჩვენ მათ სიხარულს
ნუ შევაყოვნებთ გზაზე სოფელის

არა აქვს აზრი რამდენის მოკვდა
მთავარი არის როგორ იცოცხლა
მთავარი არის გწამდეს უფალის
ის ხომ ყოველთვის ჩვენ გვერდით არის
და ღირსეული სიცოცხლის შემდეგ
სამოთხის კარი სულ ღია არი
**************************************
რადგან ყველაფერი ჩემთვის სულ ერთია,
რადგან აღარ მჯერა არავის,
რადგან სიყვარული თამაშია,
ჩემთვის ეს ცხოვრება აღარ ღირს!
რადგან მარტოობა ასე მტანჯავს,
რადგან არ მაფასებს არავინ,
რადგან ვეღარ იტევს გული ამდენ ტანჯვას,
ჩემთვის ეს ცხოვრება აღარ ღირს!
რადგან მე კვლავ მიყვარს ჩემი სატრფო,
რადგან ვერ ვივიწყებ ამ ღამით,
რადგან ოცნებებით აღარ ვხარობ,
ჩემთვის ეს ცხოვრება აღარ ღირს!
დღეს გადავწყვიტე დავტოვო დედამიწა
მაგრამ როგორ გითხრა ნახვამდის

************************
სევდა შემომაწვა,ისევ გამახსენდი
ისევ მომერია დარდი,
თანაც გადავწყვიტე ლექსი დაგიწერო
ჩემი სიყვარულის მსგავსი.
მინდა აღარ დარჩეს გულში არაფერი,
მინდა რომ დავკარგო თავი,
მინდა ჩავიძირო ისევ სიყვარულში
და არ მოვუსმინო არვის.
დღეს ისე მჭირდები,დღეს ისე მწყურია
მაგ შენი თვალების სითბო
როგორც არასოდეს ისე მინდა შენთან
რომ ერთი რაღაც გკითხო.
ისევ გიყვარვარ და ისევ გენატრები?
ისევ გესიზმრები ღამით?
ისევ დარდობ ჩემზე,ისევ ნატრობ იმას
ჩემთან რომ გაჩნდე თუნდაც ერთი წამით
და თუ არასოდე მე არ მიწერია
ვიყო შენთან ერთად ისევ,
იმ ტკბილ მოგონებას მე ჩვენ სიყვარულზე
არასდროს არავის მივცემ!!!
(ړײ)ეთო (ړײ)
************************
უყვარხარო ჩურჩულებენ გვირილები,
არ დათმოო ,იბრძოლეო მარიგებენ
მე არ მჯერა,კვლავ ჯიუტად ვიმეორებ
მორჩა უკვე ნუ მახსენებთ დავივიწყე.
სიყვარული ეს ისეთი რამე არის,
თუკი გიყვარს დაუმტკიცე,მოეფერე
თუკი ერთხელ დაგავიწყდა შენ ამის თქმა
დამიჯერე ის გვირილებს არ მოუსმენს.
როცა გიყვარს აგრძნობინე ,მისთვის ცოცხლობ
არ დაკარგო არასოდეს თუნდაც წამი
გააღმერთე თუ გინდა რომ შენთან იყოს
არასოდეს,არასოდეს დაგივიწყოს…
ჩურჩულებენ გვირილები უყვარხარო,
არ დათმოო ,იბრძოლეო ,გევედრებით
მაგრამ მათი ვედრება კი არას ნიშნავს
მათ ნუ კიცხავ, შენ თავს კითხე ყველაფერი!!!
(ړײ)ეთო (ړײ)
*******************************
მახსოვს ბომბების ხმა…
ბავშვების მწარე ტირილი
მოკლული ბიჭის დედის ქვითინი,
იქნებ სიზმარია…
მალე გავიღვიძებ?
მალე დამთავრდება ეს საშინელება?
შავ-თეთრი ფერებით, მორთული ქალაქი
თითქოს მე მკლავენ და
თითქოს მე მესვრიან…
წივილი,კივილი ,ქალები გარბიან
პატარა ბავშვები მათ მკერდზე აკვრიათ..
,,დედიკო რა ხდება ის კაცი ჩვენც მოგვკლავს?
არა სიკვდილი ნამდვილად არ მინდა,
მამა ნუ დარჩები თუ კი მე გიყვარვარ
რა იცი რა ხდება იქნებ მეტს ვერც გნახავ,,
ყველას ვეუბნები ამიხსნას რა ხდება
მაგრამ საპასუხოდ არავის არ სცხელა
ომია ,ომია არ არის დანდობა
ამ სასაკლაოზე ხომ ძმა ძმის მკვლელია,
მთავრდება სიზმარი რომელსაც ვხედავდი
და გორის ცაზე კი მშვიდობის ფერია
(ړײ)ეთო (ړײ)
***********************
თავს ვარწმუნებ რომ ბედნიერი ვარ და ასეც არის
თავს ვარწმუნებ რომ არ მიყვარხარ და მგონი გამომდის
თავს ვარწმუნებ რომ აღარ მინდიხარ და აღარ მჭირდები
ღმერთო მითხარი თავს ვეღარ ვცნობ და ნეტავ რა მომდის?
**********************************************
დრო მიჰქრის ,არავის ინდობს
არც არაფერს არ ითხოვს,
მიდის და მიაქვს ყველაფერი
რასაც კი ღმერთი გვითმობს.
მალე დავბერდები ალბათ,
თუმცა, ჯერ არა ვარ ოცის,
სულ მალე გაზაფხული წავა
და მას ზამთარი შეცვლის.
ოხ როგორ არ მინდა, არა!
სიბერეს სიკვდილი მოსდევს
და მეც დამინთებენ ალბათ
საფლავის კარებთან სანთლებს.
გული მეყინება ვფიქრობ,
მეც დამიძახებენ ბებოს
არ მინდა სიბერე არა,
მის მერე სიკვდილი მეფობს!
***********************
ამაყი ხარი მეუბნებიან!
არ ვედავები,მართალს ამბობენ
სიამაყეში ცუდს ვერას ვხედავ
და თუ კი ვცდები შემინდოს ღმერთმა
ხშირად ღამეებს ტირილში ვლევდი
ხშირად მტანჯველ ფიქრს ვერას ვაკლებდი
მაგრამ ამაყი ვიყავი იმით
რომ ამ გრძნობების განცდა შევძელი
მე არასოდეს არა ვქცეულვარ
ამ ქვეყანაზე მათხოვრად ფულის
და ადამიანს არ ვაფასებდი
სამკაულებით და მორთულობით
არამედ ვცდილობ ვიპოვო ხალხი
ვისაც ექნება ნამდვილი გული
მეგობრისათვის გამეტებული
სიყვარულისთვის თავგანწირული
და ამის მერე ვფიქრობ მაქვს ნება
ვიცქირო უცხო ფარდების იქით
რომ ამ ქვეყნად მე დავაბიჯებდე
ამაყი,მაგრამ გულწრფელი სულით
**************************

მომნატრებიხარ,რა უზომოდ მომნატრებიხარ
ახლაღა მივხვდი ,თავზე მეტად რომ მყვარებიხარ
და აღარ მინდა სიყვარული დავმალო გულში
მინდა ხმამაღლა დავიღრიალო, მე შენ გეკუთვნი.
მე არ გაძალებ დამივიწყე,ნება შენია,
მაგრამ სიყვარულს ,რომელსაც მე ვგრძნობ
მას დავიწყება არ უწერია..
ჩემთან იყავი ,ჩემთან ხარ და ჩემთან დარჩები
იქამდე მანამ მე ამ ქვეყნად დავიარები!
**********************************

შენ ჩემთვისა ხარ ცხოვრების აზრი,
მე მხოლოდ,მხოლოდ შენ შემიყვარდი.
შენა ხარ ჩემი გულის მპყრობელი,
მე შენითა ვარ დატყვევებული.
მე გამომათრო შენმა თვალებმა,
ვეღარაფერმა გამომაფხიზლა.
შენ დაატყვევე ჩემი ფიქრები,
მე მარტო,მარტო შენი ვიქნები.
შენ მიმატოვე ,გული წამართვი ,
შენ ჩემ სიცოცხლეს აზრიც წაართვი..
მოგენატრები,გაგახსენდება
პატარა გოგოს თვალები სველი,
მომძებნი ,მაგრამ ვეღარ მიპოვნი,
რადგან უშენოდ ვეღარ გავძელი.
დღესვე დავტოვებ მე ამ ქვეყანას
შენი თვალიდან რომ წამყვეს ცრემლი,
ჭიქა ასწიო და მომიგონო
შესანდობარი დალიო ოხვრით,
თქვა მენატრება, მე მინდა მასთან,
მაგრამ ის ჩემთან არ არის ახლა,
მე თუ მაგ სიტყვებს მოვისმენ იმ დღეს
მე ამ ქვეყნიდან ამ წუთას წავალ!!!
****************************
შობის ღამე დგებაო,
ქრისტე იბადებაო,
მივულოცოთ ერთმანეთს
სასწაული ხდებაო,
ყოვლადწმინდა მარიამი
ჩვენთვის ბადებს ღმერთსაო,
და ამ ღამეს რასაც ნატრობ
მართლა,მართლა ხდებაო.
სამებიდან ისმის ლოცვა
,,ქრისტე იშვა დღესაო,,
ყოველ სახლში, ფანჯარის წინ,
ღვთის სანთელი დნებაო..
სათხოვარი მეც მაქვს ღმერთო
ვიცი გესმის ჩემი,
გთხოვ მანახე დალოცვილი,
ბედნიერი ერი!
მომიტევე რაც აქამდის
შემიცოდავს ღმეთო,
და მასწავლე დღეის მერე
როგორ ვიარსებო..
დაიფარე ვინც რომ ჩემთვის
ძვირფასია თავზე,
მხოლოდ ,მხოლოდ სიყვარული
შეხვდეს სავალ გზაზე..
შეიძლება ბევრსაც ვცოდავ ,
შენზე წერას ვბედავ,
მაგრამ ლექსიც თუ არ ვწერე
გული გამისკდება..
ამას გკადრებ,ხოტბას გასხამ
ამ უბრალო ლექსით
ღმერთო შეგთხოვ გამითენე
დილა ბედნიერი
(ړײ)ეთო (ړײ)

*******************
რამდენსაც მეტს გააკეთებ მით მეტს გთხოვენ
არ აკმაყოფილებთ სიკეთე ღორებს
ვერ გიტანთ ხალხო ფუი თქვენი დედაც
ცხვრები რო ხართ და მგლობას რომ ბედავთ
მაგრამ იცოდეთ თქვენი დრო წავიდა
სადღაც სანაგვეში წევხართ
იქ სადაც მე ვარ თქვენ ვერას გახდებით
თქვენს ნამდვილ სახეს იხილავს ყველა
(ړײ)ეთო (ړײ)
**********************
შენ შეგიძლია ამიკრძალო შენზე ფიქრები
და იცი როდის?როცა ამ ქვეყნად აღარ ვიქნები
მოდი საფლავზე მომიტანე თეთრი ვარდები
და დამიტირე რომ დაგაკლდი როცა წავედი
მინდა იცოდე იმ ქვეყნადაც შენზე ვილოცებ
და გამოვგზავნი ანგელოზებს რომ შენ იცოდე:
რამდენს ნიშნავდი,რამდენს ნიშნავ ჩემო სიცოცხლე
ამ ქვეყანაზე არაფერი აღარ მაჩერებს
წავალ დაგტოვებთ და იქიდან მოეგსალმებით
საიდანაც რომ ბრუნდებიან მარტო ღმერთები
მიწას დამაყრით,დაიმარხება ჩემი გრძნობები
და შენ იცოდე იმ ქვეყნადაც შენ გელოდები
და თუ ლოდინი გამაწამებს და ვეღარ გავძლებ
მე უკვე მკვდარი კიდევ ერთხელ გარდავიცვლები
მაშინ კი ვიგრძნობ თუ რა ცივია ვიწრო სამარე
და კლვალვ გინატრებ ჩემი გულის თბილო სავანე
(ړײ)ეთო (ړײ)

********************************

მე რომ დავიბადე იმ დღეს
ზეცამ დამიტირა წმინდამ
მე რომ დავიბადე მაშინ
წვიმდა, ძალიან წვიმდა,
და დამებედა იმ დღეს
სევდა,ტკივილი ,დარდი
რატომ დავიბადე ნეტა?
ღმერთო რატომ გავჩნდი მაშინ?
და თუ მაშინათვე მითხარ
ნუ მევედრები ნუო
არ მესმის შენი არა
ტყუილად მეძახიო
მაშ რატომ მომეც გული
მაშ რატომ მაცოცხლეო?
თუ დამიბედე მუდამ
სევდა,ტკივილი ,დარდი
ღმერთო მითხარი იმ დღეს
რისთვის გამაჩინე მაშინ?
(ړײ)ეთო (ړײ)
******************

შენ ვერ გაიგებ ჩემი გულის უხმო ტკივილებს,
ყურს ვერ დაუგდებ ,ვერ მოისმენ შენ მისსა ძგერას
მაგრამ იცოდე, ვერ დაგივიწყებ მე ვერასოდეს
თვალს ვერ ვარიდებ მაგ თვალების დამწველსა მზერას
რა ვქნა მიყვარხარ ,ვაღიარებ ისევ მიყვარხარ
გულს ვერ ვუბრძანე დავიწყება დაუვიწყარის
მე შენ მიყვარხარ გულით,სულით,მთელი არსებით
სიცოცხლის ბოლო წუთებამდე შენ მეყვარები
(ړײ)ეთო (ړײ)
*****************************
ვხედავ როგორ ქრება ,ჩვენი გრდზნობა წმინდა,
ჩვენი ოცნებები, ახდენილი მინდა
მინდა გულთან მყავდე ,არსად არ გაგიშვა,
მაგრამ სამწუხაროდ,ეს შენ სულ არ გინდა
იცი როგორ მინდა გაქრე სამუდამოდ
საერთოდ წახვიდე და სადმე დაიკარგო
აღარც დაგიანხო,აღარც მომენატრო
და აღარც ძილში აღარ მომელანდო,
მაგრამ ჩემი ნატვრა, ალბათ არ ახდება
რადგან თურმე გულთან, ჩაწყობა არ ხდება,
ვეღარ შეგიძულებ, ვეღარ შევიცვლები
მაგრამ დაგივიწყებ დედას გეფიცები
(ړײ)ეთო (ړײ)
******************************
ისე მენატრები,ისე გაგიჯებით ,
მალე შევიშლები დედას გეფიცები .
მე ხომ შენით ვცოცხლობ,
ჩემო სიხარულო..
ჩემთან მოდი მალე, გულში ჩამიკარი.
თორემ ვეღარ ვუძლებ
ამდენ დარდს და ტკივილს
თვალებსაც დააჩნდა სევდა საზიზღარი
ბევრს ხომ არაფერს გთხოვ
მხოლოდ ჩემთან მოდი
მოდი და გულში მაგრად ჩამიკარი
შეიძლება მოვკვდე ,აი უკვე ვკვდები
სითბო მენატრება ჩვენი საფიცარი ..
შენი სუნთქვა მიყვარს, შენი ჩრდილი მიყვარს ,
შენი გულის ძგერის ყველა წამი მიყვარს
ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო
ჩემო სიცოცხლე და ჩემო გულის მკვლელო
ბევრს მე არაფერს გთხოვ ოღონდ ჩემთან მოდი
ერთხელ ,კიდევ ერთხელ გულში ჩამიკარი
(ړײ)ეთო (ړײ)

Leave a comment