მოვა დრო…

მოვა დრო… ღამე მოგენატრები,
ქუჩაში დღისით მოგელანდები,
შენც მოგაწვება გულზე დარდები
და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები.
ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე,
არ მესაუბრო იმ ძველ ნდობაზე…. Continue reading

ყველაფერი კარგად იქნება !

ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
იფიქრე კარგი და დაიხსომე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება !

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრებაც ისე იქნება,
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლისა
და ყველაფერი კარგად იქნება !

ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება,
ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება !
Continue reading

სტატუსები

1. ვუსმენდი…ვიღიმოდი…მაგრამ აღარ მჯეროდა ))
2. .იმენა მკიდიიხაარრრ,მაგრამ მჭირდებიი:(((
3.გოგო სუსტია მაშინ როცა ვინმე უყვარს და ყველაზე ძლიერია მაშინ როცა ვინმეს უყვარს!…
4.Я + Ты =° °Ошибка Continue reading

სიცოცხლე რომ ლამაზი დავინახოთ, საკმარისია ვისწავლოთ აწმყოს ფასი

სიცოცხლე რომ ლამაზი დავინახოთ, საკმარისია ვისწავლოთ აწმყოს ფასი იმიტომ, რომ მხოლოდ აწმყო გვეკუთვნის ჩვენ და თვით მომავალიც მაშინ იქცევა ჩვენს საკუთრებად, როდესაც აწმყოდ გადაიქცევა.”

”ძალიან ცდილობთ ყველას თავი მოაჩვენოთ, ვითომ ერთობით. გართობა თვითმკვლელობასავით არის, ოღონდ პატარა განსხვავებაა: თავს ყოველდღე ვერ მოიკლავ..”

“ასაკის მომატებასთან ერთად ადამიანები უფრო ბედნიერები კი არ ხდებიან, უბრალოდ უფრო შემწყნარებლები არიან, დაუფარავად ლაპარაკობენს საკუთარ მარცხზე და ყველაფერს აღიქვამენ ისე, როგორც არის…სიცოცხლის ყოველ წუთს უფრო მეტად აფასებენ.”
….. Continue reading

სტატუსები

….მხოლოდ ჩემი წილი მინდა ბუნებისგან,სხვისას არ ვითხოვ!!!
…მძიმეა ლოდინი იმ არაფრის,რომლისგანაც იცი შორს ხარ და მაინც ელოდები და ამავე დროს მდუმარება,მდუმარება სულის რთული მხლებელი…
…ჩემ სულში ვიღაც დააბიჯებს და ამბობს-არ არის მკვდარი!
…ხანდახან დამეხვევიან ფიქრები და ცხოვრებაზე სამდურავს ვიტყვი,არადა ხომ სისულელეა ამაზე ფიქრი,როცა იცი ბედისწერას ვერ აიცილებ…
…ცხოვრებას ალმაცერად არასდროს განვსჯი,მაგრამ,როცა უეცარი თავდასხმა გხვდება წილად ვერ უმკლავდები მშვიდად და უსაყვედუროდ!!!
…და მაინც…მხოლოდ ჩემი წილი მინდა ბუნებისგან,სხვისას არ ვითხოვ!!!

წადიო,” მითხარი. “

წადიო,” მითხარი. ” -ბედს სხვაგან ეწიე,

ჩემზე უკეთესი იქნება გენახა.”

სად უნდა წავიდე, ვინ უნდა ვეძიო

შენზე უკეთესი ისევე შენა ხარ

კიდეც რომ წავიდე,ვიარო

ვიარო Continue reading

სიტყვები იკარგება მაშინ, როცა გტკივა.

სიტყვები იკარგება მაშინ, როცა გტკივა…
ეშმაკს ნებდები მაშინ, როცა ეჭვი ჩნდება…
მარტობაა გერევა მაშინ, როცა ბოროტდები…
სუსტი ხდები მაშინ, როცა ეჯიბრები…
იცი ეს და მაინც იტანჯები…
ცხოვრება იწყება ტირილით,
ბავშობა გრძელდება თამაშით,
ურვილი იბადება ვარსკვლავით,
ურთიერთობა ძლიერდება ღიმილით,
სიყვარული ახლოვდება ფერებით,
სიბერე გვეპარება სითბოთი,
გარდაცვალება იმალება ღრუბლებში
და იბადება ტირილი…

ყოველი დღე ხომ წინა დღის გაგრძელებაა? დასასრული, ამასთანავე ახლის დასაწყისი…

ხანდახან ჩვენში სახლდება სევდა, სევდა იმის, რომ ყველაფერი ერთფეროვანია…

ცა მეტი

შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთა ცრურწმენა
რომ თარსი რიცხვია ცამეტი;
ფერებს იცვლიან ცისარტყელები
და ცა მეტია, ფერებზე მეტი,
მზიან ლოლოებს მოვეფერებით,
ჩემს ფანჯარასთან რომ წასკდათ წვეთი,
ზამთრის დარიან ამინდს ტირიან.
სიცივემ იკლო იანვრის ცამეტს,
ჭადარი იფხანს ტოტებს ტილიანს,
კვირტებსაც ცა მეტს გვპირდება, ცა_ მეტს.
მარტი ახლოა, წვიმაზე ახლო,
იებიც ადრე მოვიდნენ, ადრე,
დღეს მომენატრე და ჩემში სახლობ,
დღეს მომენატრე. Continue reading

ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ

დამხატე… ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს,
შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით,
შემომაძარცვე ეს ავბედი მელანქოლია,
თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.

დახატე ზეცა… ოგონდ თეთრი მოსაწყენია,
სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო.
მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთა ცვენით,
იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი.
Continue reading

რჩევები ბიჭებს

1.უთხარით მას რომ ის ყველაზე ლამაზია.
2.როგორც კი მოახერხებთ მოკიდეთ ხელი ხელზე,თუნდაც წამიერად
3.აკოცეთ კისერზე,ან ყელზე.
4.დაუტოვეთ ხმოვანი შეტყობინება ალერსიანი ხმით
5.ყოველთვის უთხარით რომ გიყვართ
6.როცა ის გაბრაზებულია,მოიმწყვდიეთ მკლავებში და აუხსენით რა ბევრს ნიშნავს იგი თქვენთვის
7.პატარა დეტალებსაც კი მიაქციეთ ყურადღება და ეს მას უთხარით
8.უმღერეთ მას,რა საშინელი ხმაც არ უნდა გქონდეს
9.უთხარით რომ მას ყველა ქალზე წინ აყენებთ
10.დაუწერეთ ნიშნები კოცნაში.(აზარტულია) Continue reading