ლექსები მონატრებაზე,

ძილი უკვე მომერია ძლიერ,
გულსაც ისევ დაავიწყდა ფეთქვა,
არ მინდოდა დამეძინა ისე,
მენატრები შენთვის რომ არ მეთქვა!

****************

მენატრები!!! ჰკივის ჩემში, ისევ შენი მონატრება
მენატრები!!! და სიშორეს მწარე სევდაც ემატება,
მენატრები!!! რა ვქნა თუკი უშენობა ცრემლებს ბადებს
მენატრები!!! მინდა გითხრა ვეღარ უძლებს გული ამდენს…
მენატრები!!! სულ გახსოვდეს უსაზღვროა ჩემი სევდა
მენატრები!!!მაგრამ ტირილს მხოლოდ ჩემთვის ჩუმად ვბედავ
მენატრები!!!რა ვქნა თუკი უშენობას ვეღარ ვუძლებ,
მენატრები!!! სევდიანი კვლავ გავყურებ ნაცნობ ქუჩებს…
შენს ლოდინში ცრემლიანი კვლავ ავივლი ნაცნობ აღმართს
შენზე ფიქრში უშენობის კიდევ ბევრი ღამე გავა,
შენზე ფიქრში სწრაფად გადის მარტოობის მწარე წლები
მაგრამ რა ვქნა მე თუ მაინც ძლიერ,ძლიერ მენატრები..

*************************

ვერ ვიძინებ იმიტომ,
რომ შენზე ვფიქრობ.
შენზე ვფიქრობ იმიტომ,
რომ მენატრები.
მენატრები იმიტომ,
რომ კარგი ხარ და…
კარგი ხარ და
უსაშველოდ მედარდები.
მედარდები იმიტომ,
რომ ძლივს გიპოვე.
გიპოვე და,
დასაკარგად მენანები.
მოდი ჩემთან,
შემოაღე გულის კარი…
მონატრებავ,
უსაშველოდ მენატრები.

********************

ახლა, ისე მენატრები, ძლიერ…
ახლა, გული გაგიჟებას ლამობს…
შენს სიყვარულს, ვერაფერი ვძლიე…
დრო კი, ასე უსაშველოდ ჩქარობს…

ახლა, ისე მენატრები, მინდა…
ჩემთან იყო… და არასდროს გათავდე…
წვიმდეს ისე, როგორც მაშინ წვიმდა…
გაშიშვლებულ, შეშლილ ღამეს ვხატავდე…

ახლა, ისე მენატრები, ისევ…
წვიმდეს მინდა, მოგეპარო ციდან…
შენზე ფიქრი, გულს იმედით მივსებს…
შენთან ერთად მე სიცოცხლე მინდა…

ახლა, ისე მენატრები, როცა…
შენით მთვრალი, ვეფერები მთვარეს…
მენატრება, შენი ნაზი კოცნა…
დაბრუნდი და ისევ შეგიყვარებ…

ახლა, ისე მენატრები, დღესაც…
მინდა ისევ, ჩემს მკლავებში იწვე…
შენს სიყვარულს ვუმტკიცებდე მზესაც…
როგორც მაშინ, მაგიჟებდე ისევ…

ახლა, ისე მენტარები, ხანდახან…
ახლა ისე, გაგიჟებით მაწვიმს…
დამიძახე, ვერ გიპოვე, სადა ხარ…
დაბრუნდი და გაპატიებ, მაშინ…

ახლა, ისე მენატრები, ალბათ…
როგორც, ახალს ენატრება ძველი…
გაწვიმდა და წვეთებივით დალბა…
შენს თვალებზე მოვარდნილი ცრემლი…

ახლა, ისე მენატრები, ვნატრობ…
მინდა ისევ, ჩემს სიყვარულს გრძნობდე…
აღა ვიყო, უშენოდ და მარტოდ…
და ეს ღამეც შევატოვოთ გრძნობებს…

ახლა, ისე მენატრები, მაინც…
და ერთ ღიმილს, ყველაფერზე გითმობ…
წვიმაა და სიყვარულიც არის…
დაბრუნდი და დამიბრუნე, სითბო…

Leave a comment