ახალი ბლოგი!

ძალიან გთხოვთ ეწვიოთ ჩემს ახალ ბლოგს.იაქტიუროთ და გახდეთ მისი ერთგული მკითხველები.ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება :*

http://healthyyoung.wordpress.com/

ვისაც სიყვარული შეუძლია!

იმ ქალს,
იმ ბერიკაცს
გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,
სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია. Continue reading

იმ სიყვარულს გაუმარჯოს დროსთან ერთად რომ არ ცვდება

ერთ კუნძულზე ცხოვრობდა მსოფლიოში არსებული ყველა გრძნობა და ერთ მშვენიერ დღეს გრძობებს გამოუცხადეს, რომ მათი კუნძული იძირება. ყველამ უცებ მოამზადა ნავები და გასცურეს. მხოლოდ სიყვარული დარჩა კუნძულზე უკანასკნელ მომენტამდე. როცა კუნძული თითქმის დაიფარა წყლით,სიყვარული შველას ითხოვდა.
ახლომახლო დიდებული ნავით ჩაიარა განცხრომამ. სიყვარულმა თხოვნით მიმართა მას:განცხრომავ, ამიყვანე გეთაყვა შენს ნავში? არა, – უპასუხა განცხრომამ – ჩემს ნავზე იმდენი სიკეთეა,რომ ადგილი აღარ მაქვს! Continue reading

იმ კაცს რა ვუთხრა, ვისაც ღვინო დაულევია,
ღმერთთან მიმავალს ერთხელაც არ აურევია.
ჩვენ რა ვუყოთო წმინდა სასმელს ასე სჩვევია!
გინდ ჭავჭავაძეს, გინდ ჭილაძეს, ამაყ ხერგიანს,
კაცს გაუმარჯოს, ვისაც ვაზი დაუნერგია.
აქ ქუთაისი, თელავია, იქით ვანია,
იმ კაცს დავლოცავ, ვისაც ვაზი მოუყვანია.
შობა, ბუხარი, ზღაპარი და ჩემი ბებია,
კაცს გაუმარჯოს ვის ყურძენი დაუკრეფია.
ეს სითხე ალბათ სიყვარულზე უფრო მეტია,
იმ კაცს დავლოცავ, ვის ყურძენი დაუჭყლეტია.
აქ იმერეთი, კახეთია, იქით გურია,
კაცს გაუმარჯოს, ვისაც ღვინო დაუწურია.
იქ კოლხეთია, აქ გომბორის ცივი მთებია,
იმ კაცს დავლოცავ, ვისაც ღვინო უღმერთებია.
კახეთს სიცხეა, შორ სვანეთში შავი სუსხია,
იმ კაცს დავლოცავ, ვისაც ღვინო ჩამოუსხია.
ალავერდია, მოწამეთა, არმაზხევია,
იმ კაცს დავლოცავ ვისაც ღვინო დაულევია.
იქ, იმერეთში ყველა ხილი უკვე მწიფეა,
კაცს გაუმარჯოს, ვისაც ღვინით უქეიფია.
კაცს გაუმარჯოს, იმ იმერელს და იმ მადლიანს,
იმ კაცს დავლოცავ, ვის სუფრაზე უთამადია.
ეგ სულ ერთია, ქართველია? კაცი-კაცია,
კაცს გაუმარჯოს, ვინც პირველად ყანწი ასწია. Continue reading

სიყვარულის სადღეგრძელო

ეს გაუმარჯოს იმ წლებს, იმ წამებს
გულში რომ დარჩა, როგორც თქმულება
და ტკივილს, ტკივილს, ტკივილს უმწარესს
რომლის ბადალიც არ მეგულება.
– ეს გაუმარჯოს უსიტყვო ტრფობას Continue reading

სადღეგრძელო დედაზე

ბიჭს ძინავს და რეკავს ტელეფონი:
აიღებს ყურმილს და ძმაკაცი ეუნება ყურმილში:
რესტორანში მამაშენის მკვლელი დავინახე მოდი გელოდები და ანგარი გაუსწოროთო.
ბიჭი იცმევს და რეკავს კიდევ ტელეფონი,
კიდევ ძმაკაცი ურეკავს და ეუბნება:
შენი შეყვარებული მოუტაცებიათ და ჩქარა წამოდი უშველოთო, Continue reading

საქართველოს გაუმარჯოს

შეყრილანერთხელაც ჩვენი მტრები და უთქვამთ: მოდით როგორმე ქართველებს დავცინოთო,ერთ-ერთს უთქვამს: ქართველისათვის ყველაზე სათაყვანებელი ქართული სუფრაადა ამ სუფრაზე საქართველოს სადღეგრძელოო, ჩვენც ავდგეთ დავამახინჯოთსიტყვა საქართველო და ისე დავლიოთ მათი სადღეგრძელო, გადაწყვიტეს””საქართველოზე”” ჩამოეშორებინათ ორი ასო და ისე მოეხსენებინათ -“”ქართველო””, Continue reading

იმ სიყვარულს გაუმარჯოს

იმ სიყვარულს გაუმარჯოს, შორიდან რომ მაწვალებს,
ერთხელაც რომ დავიჭერ და, დავუკოცნი შავ თვალებს.
იმ სიყვარულს გაუმარჯოს სულს რომ ეთამაშება,
ტუჩ-ბაგეს რომ შეუქებ და, ის კი გეკაპასება.
იმ სიყვარულს გაუმარჯოს, შეხვედრა რომ მართლა სურს,
ზამთარში რომ სარკმელთან ზის, გულში მალავს გაზაფხულს.
იმ სიყვარულს გაუმარჯოს დიდი გრძნობა რომ ჰქვია,
ჩუმად მისთვის ბუტბუტებს და იასავით მორცხვია.

მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს

მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ მოფერებასა
და ალერსს,
იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს
თვალებს.
მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს,
იმ გრიგალებს და ნიავს, Continue reading

1)იმ კაცს გაუმარჯოს, ღვინო რომ უყვარს და ღვინოში არ გაგცვლის…ფული უყვარს და ფულში არ გაგცვლის… ქალები უყვარს და სხვა ქალში არ გაგცვლის..
2) შემოფეთებისა იყოს, იმ თვალების შემოფეთებისა წამის მარადიულობას რომ გაგრძნობინებს და გულსაც რომ აგიფორიაქებს..
3) მაშ გაუმარჯოს მეგობრობას,
გულო ფრთიანდი!!!
მარადი იყოს მეგობრობის
დროშა-დიადი.
შენ გაგვიმარჯვე,დაგვილოცე,
ამინ !უფალო,
მგობრის “ხატი” ,
გული გულთან,სული სულთანო Continue reading