ახალი ბლოგი!

ძალიან გთხოვთ ეწვიოთ ჩემს ახალ ბლოგს.იაქტიუროთ და გახდეთ მისი ერთგული მკითხველები.ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება :*

http://healthyyoung.wordpress.com/

გაიგეთ თქვენი ფსიქოტიპი :)



გაიარეთ ეს ტესტი. გაიგეთ ვინ ხართ თქვენ. აქ არის 4 დავალება, რომელიც უნდა შეასრულოთ. დავიწყოთ…

1)გადახლართეთ თითები, როგორც პირველ სურათზეა ნაჩვენები.

თუ ზევით მარცხენა ხელის ცერა თითი აღმოჩნდა ფურცელზე დაწერეთ სიმბოლო “L”, თუ პირიქით სიმბოლო “R”.

2)დაუმიზნეთ უჩინარ სამიზნეს.

თუ მარცხენა თვალით უმიზნებთ და მარჯვენას ხუჭავთ დაწერეთ სიმბოლო “L”, თუ პირიქით სიმბოლო “R”.

3)გადააჯვარედინეთ ხელები მკერდზე. Continue reading

ეს არის ტესტი მხოლოდ ბიჭებისთვის.

თუ ამ კითხვებს გულწრფელად უპასუხებთ გაიგებთ, თუ როგორი იქნება თქვენი ოცნების გოგონა…
1.ოდესმე ვინმე გაგკაიფებია?(იგულისხმება გოგო)
ა) კი,ბევრჯერ.. ( 0)
ბ) კი.მეც ვეკაიპები ხოლმე ზოგჯერ( 5 )
გ)მე ვინ გამეკაიფება,რომელი ერთი.. (10)
Continue reading

შეაფასეთ თქვენი იუმორის გრძნობა!

გთავაზობთ კითხვებს იმის გასარკვევად თუ რამდენად გაქვთ განვითარებული იუმორის გრძნობა. შეკრიბეთ თქვენი პასუხების შესაბამისი ქულები და წაიკითხეთ შედეგები:

1. საქმეში წარუმატებლობას ძლიერ განიცდით?
დიახ – 5
არა – 0

2. თქვენი გაჯავრება ადვილია?
დიახ – 5
არა – 0

3. სერიოზულ გამომეტყველებას ინარჩუნებთ როცა გეცინებათ?
დიახ – 5
არა – 0

4. შეგიძლიათ თავი მოულოდნელ სიტუაციაში წარმოიდგინოთ?
დიახ – 5
არა – 0

5.სახალხო მკურნალების, ექსტრასენსების, პარაფსიქოლოგებისა და ასტროლოგების შესახებ რეკლამები გაღიზიანებთ?
დიახ – 0
არა – 5

6. გრძელი რიგი განწყობას გიფუჭებთ?
დიახ – 0
არა – 5

7.კომპლიმენტები გახარებთ?
დიახ – 5
არა – 0 Continue reading

ხართ თუ არა ეჭვიანი?

შეეცადეთ უპასუხოდ ჩვენი ტესტის ყველა კითხვას და გაიგებთ არის თუ არა ეჭვიანობა თქვენთვის პრობლემა.
1. ამ ბოლო დროს თქვენი რჩეული ხშირად აგვიანებს სამსახურიდან.
ა) თქვენ ცდილობთ გაარკვიოთ ხომ არ გაიჩინა მან სამსახურეობრივი რომანი.
ბ) თქვენ თვლით, რომ გადაუდებელი საქმის გამო რთულია ჩაეტიოს განკუთვნილ გრაფიკში.
2.თქვენი პარტნიორი გთავაზობთ, რომ შვებულება გაატაროთ თქვენი სურვილის მიხედვით.
ა) თქვენ დაეჭვდებით, რომ იგი გამოიყენებს შესაძლებლობას და გაემგზვრება მარტო, რათა შეიგრძნოს თავისუფლება.
ბ) თქვენ დაეთანხმებით მას. არაჩვეულებრივი იდეაა ერთმანეთისაგან დასვენება.
3. სიზმარში ის გამოთქვამს სხვა ქალის სახელს. თქვენი მოქმედება:
ა) თქვენ გააღვიძებთ მას და მოსთხოვთ ახსნა განმარტებას.
ბ) სიტუაციის გამუქება არ გიყვართ. ყველაფერი შეიძლება დაგესიზმროთ.
4. შემთხვევით ნახეთ წერილი, რომელიც განკუთვნილია თქვენი რჩეულისთვის. როგორ მოიქცევით:
ა) ფრთხილად გახსნით და წაიკითხავთ.
ბ) იმედოვნებთ, რომ ის თვითონ მოგიყვებათ.
Continue reading

20 სიმპტომი – ყურებამდე შეყვარებული ხართ

1. მის დანახვაზე მოუსვენრობა გიპყრობთ, დალაგებული ტექსტი გერევათ, იბნევით და არ იცით, რა თქვათ.
2. მის გარემოცვაში იბნევით და ინაზებით, თუმცა სხვა დროს თავდაჯერებული ბრძანდები და მიგაჩნია, რომ ეს ”ძველმოდური გრძნობა – სიყვარული” არ გემუქრება.
3. კითხვა ”ნეტავ, როგორ გამოვიყურები?” როცა მასთან შესახვედრად ემზადები და მაშინაც, როცა ერთად ხართ, სულ თავში გიტრიალებს
4. თითოეულ მის შეკითხვაზე იბნევი, არ იცი, როგორ უპასუხო. ძალის მოკრეფა გიწევს, რომ დალაგებულად გასცე პასუხი. ან ისეთ პასუხს სცემ, რომ შენ თვითონვე დამორცხვებული ეკითხები, ”გასაგებად აგიხსენი?..”

5. სხვა მამაკაცებთან თამამი ხარ, თავისუფლად ხუმრობ, არ გეშინია, რომ რამე ეწყინებათ. მასთან კი თითოეულ სიტყვას სინჯავ, ფიქრობ: ”ვთქვა თუ არა?”, ”რომ ეწყინოს? ” და ა.შ.
6. წვეულებაზე მის დანახვაზე მოსვენებას კარგავ, ფიქრობ, მიხვიდე თუ დაელოდო. ჯერ მან შეგნიშნოს. გამოიცეკვო? – მერე არ იფიქროს, რომ აეკიდე, ამ ფიქრებით სხვა მამაკაცისკენ მიემართები.
7. მის გვერდით სხვა გოგო შეამჩნიეთ, ნებისმიერი, მახინჯი თუ ლამაზი, რა ასაკისაც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. აანალიზებთ: ”რა თქმა უნდა, მარტოხელა არ იქნება ”. იწყებთ ეჭვიანობას და ხასიათი მაშინვე ფუჭდებათ.
8. მასთან საუბრის შემდეგ იწყებთ დიალოგის გაანალიზებას: რა გითხრათ, რა უპასუხეთ, გახსენდებათ, რომ რაღაცაზე უადგილოდ გაგეცინა დაბნეულობისაგან, ბრაზდებით საკუთარ თავზე…
9. როცა იქ მიდიხართ, სადაც ის გეგულებათ, საგულდაგულოდ არჩევთ ტანსაცმელს, მაკიაჟს, სალონში ყველანაირად ცდილობთ, გახდეთ ”მის მომხიბვლელობა”.
10. შემთხვევით გადაეყარეთ, ვთქვათ მაშინ, როცა უბრალოდ სახლის ფორმაში, ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე მაღაზიაში ჩადიხართ. ”რა საშინელებაა, ეს რა დამემართა, რაღა ეხლა შემხვდა, მოწესრიგებული მაინც ვყოფილიყავი, – იმეორებთ გონებაში და ხასიათი საშინლად გიფუჭდებათ.
11. საუბარში რომელიმე წიგნი ახსენა და ზოგადად, მასზე დადებითი აზრი გამოთქვა. მაშინვე შემოირბენთ ყველა მეგობარს და მაღაზიას ამ წიგნის საშოვნად და ერთ ამოსუნთქვაზე კითხულობთ. კითხულობთ და ერთ ერთი გმირში მას ხედავთ, მეორეში კი შესაძლოა საკუთარ თავს ეძებთ და გგონიათ, რომ მის შესახებ ისეთი რამ შეიტყვეთ, სხვამ რომ არავინ იცის.
Continue reading