სევდიანი ლექსები

ძნელია, როცა ტირილი გინდა,
ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ.
ძნელია, როცა სიცილი გინდა
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია, როცა შენ გული გტკივა,
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს.
ძნელია, როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს.
ძნელია, როცა თვალები სველი
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა.
ძნელია, როცა ვიღაცას ელი
და თან იცი, რომ ის აღარ მოვა..

****

შენ ჩემი არ ხარ და არც იქნები,
რადგან შენ არ გაქვს ჩემზე ფიქრები,
დრო გავა მეტყვი”იზრუნე თავზე”,
“მე ხულ სხვა მიყვარს და ვფიქრობ მასზე”.

ეს არ იქნება ჩემთვის ახალი,
ვიცი ოდესმე ამას გავიგებ,
თითქოს მკარნახობს ღმერთი მაღალი,
რომ ჩემს სიყვარულს ფეხ ქვეშ გაიგებ.

ერთ დღეს მოაგრთმევს ვინმე ბუკეტებს,
მოგეწონება თვალები მისი,
შენ დაინახავ მასში უკეთესს,
ვიცი რომ არ ვარ მე შენი ღირსი.

წლები გავა და გული დაგწყდება,
ჩემი სიტყვები შენ წინ დაგხვდება,
მიხვდები მაშინ თუ ვინ გყოლია,
რომ ჩემს სიყვარულს ძალა ჰქონია.

მე ეს არ მინდა ოდესმე მოხდეს,
რომ ჩემს დიდ გრძნობებს,ცუდი რამ მოჰყვეს,
არ მინდა შენში ის დავინახო,
ვისაც არ ველი ის ავისახო.

რა ვქნა რომ ბედმა ასე დამცინა,
რომ სიყვარულში ასე გამწირა,
არ დამანახა მასში სინათლე,
თუ ერთხელ მაინც არ გამიმართლებს.

****

თავი ვეღარ გავანებე წერას,

ღარიბულად,ჩემთვის ვირითმები,

ვიცი,უკვე ვერ მივწვდები მწვერვალს,

გვიანია,მითეთრდება თმები.

და თუ რამე დამალულა გულში,

მინდა,რომ თქვენც იცნოთ ჩემი სუნთქვა,

ვერ დავცალე გრძნობა სიყვარულში,

(თუმც,არასდროს არ ვყოფილვარ გულქვა).

უკვე მელის შუქი,თუ წყვდიადი

და სიცოცხლის გასაყარზე ვდგავარ,

თითქოს,კიდევ ერთი განთიადი,

სასუფევლად გამზადებულს ვგავარ.

ეს ზაფხულიც ერთფეროვნად გავა,

მეც გავყვები სექტემბერში ქარებს,

ახლა,უკვე მინდა იავნანა,

თითებზე ვთვლი შემორჩენილ წამებს.

ცას შევცქერი და სიმშვიდეს ვნატრობ,

ფანჯარასთან,სარეცელზე ვწევარ,

სიჩუმეში მე ვყვიროდი მარტო

და სიჩუმე ახლა,უკვე მე ვარ.

თავს კი,მაინც ვერ ვანებებ წერას,

ღარიბულად,ჩემთვის ვირითმები,

ვიცი,უკვე ვერ მივწვდები მწვერვალს,

გვიანია,გამითეთრდა თმები.

****

ნაზი ნიავის საამო ქროლა
და ჩემ სიტყვებში ეს ნაზი ძრწოლა
შენი ლამაზი ტუჩებისაკენ
ფაქიზი,ნელი და ჩუმი ლტოლვა

თუ შენ გინდა რომ ჩემი ლექსები
იწერებოდეს მუდამდღე,მარად
წაიკითხე და ისიამოვნე
ოდეს იქნები ავად თუ კარგად

მე მაინც დავწერ ამ ლამაზ სიტყვებს
გაიგებს თუ ვერ ვინმე ცოცხალი
ჩემი გულიდან ნაზი ჩურჩული
სულაც არ არის რამე ახალი

მე მუდამ დავწერ ამ ლამაზ სიტყვებს
გულში მიბერავს სიო თუ ქარი
შთაგონებამ და მისმა მოქროლამ
არც დარი იცის და არც ავდარი

****

მე შემეყარა სევდა ვით სურდო,
არ მინდა ვწერო, მინდა ხაზები
ღამეს სიჩუმე მოუნდა უფრო,
ღამეს სიტყვებით გააბრაზებენ.

დროიდან დროშა, ახლა თუ შემდეგ,
სინამდვილეში, თუნდაც აბსურდში,
უნდა იცხოვრო ამქვეყნად ერთხელ,
რომ მეორედაც უკან დაბრუნდე.

One thought on “სევდიანი ლექსები

Leave a comment